შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბგერითი ტალღების ერთი მიმართულებით ლოკალიზება მოხერხდა
ბგერითი ტალღების ერთი მიმართულებით ლოკალიზება მოხერხდა

მექანიკური რეზონატორები გამოიყენება მრავალ მოწყობილობაში, მათ შორის მობილურ ტელეფონებში. რეზონატორების სისტემას, როგორც წესი, ახასიათებთ შექცევადობა, ანუ ფონონების გადაცემის კოეფიციენტი ნებისმიერ ორ რეზონატორს შორის დამოუკიდებელია გადაცემის მიმართულებაზე. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია შექცევადობის დარღვევა და მოხდეს ბგერითი ენერგიის ერთი მიმართულებით გადაცემა. ჟურნალ Nature-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამ მოვლენას დააკვირდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი იელის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებულ ექსპერიმენტებში.

ექსპერიმენტში ფონონურ რეზონატორებს შორის შექცევადობის დასარღვევად გამოიყენეს სტანდარტული ოპტო-მექანიკური ურთიერთქმედება შემოსაზღვრულ არეში (ღრუში) და მოახარხეს თხელი მემბრანის ლაზერით დასხივებით ბგერითი ტალღების მხოლოდ ერთი მიმართულებით ლოკალიზება. სილიციუმის კრისტალისგან დამზადებული 50 ნანო-მეტრი სისქის მემბრანა განთავსებული იყო ორ სარკეს შორის ღრუში, რომელიც გააცივეს სითბური შეშფოთებების შესამცირებლად. მემბრანაში წარმოიქმნება ე. წ. აკუსტიკურ-ოპტიკური ფონონები, რომლებიც ჩნდებიან ბგერითი და ლაზერიული სხივებით გამოწვეული აღგზნებების ერთდროულად არსებობის შედეგად. მკვლევარებმა საბოლოოდ ბგერის და სინათლის ტალღების ერთმანეთთან ურთიერთქმედებით განსხვავებული ინტერფერენციის ეფექტი მიიღეს და აღმოჩინეს, რომ ბგერით ტალღებს შეუძლიათ მემბრანიდან გამოსხივდნენ განსაზღვრული, შერჩეული მიმართულებით.

წყარო:
https://www.weltd...allwellen/
https://www.natur...019-1061-2

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.