შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

რას იწონის ირმის ნახტომი?
რას იწონის ირმის ნახტომი?

ჩვენ არ შეგვიძლია ავწონოთ მთელი ირმის ნახტომი, თუმცა ასტრონომებმა შეძლეს კოსმოსური ტელესკოპების Hubble (NASA) და Gaia (ESA) საშუალებით დღეს დღეისობით ყველაზე ზუსტად დაედგინათ ჩვენი გალაქტიკის მასა.

აღმოჩნდა, რომ ირმის ნახტომის სრული მასა დაახლოებით 1.5 × 1012 მზის მასას უტოლდება. თანაც ამ მასის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს ყველა ვარსკვლავის (2 × 1011 მზის მასა) და გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერ-მასიური შავი ხვრელის (4 × 106 მზის მასა) ჯამური მასა. დარჩენილი მასა ჩვენ გალაქტიკაში წარმოდგენილია ფარული მატერიის სახით - ამოუცნობი სუბსტანცია, რომელიც მუშაობს როგორც სამყაროს საყრდენი და იჭერს ვარსკვლავებს თავიან გალაქტიკებში.

რამდენიმე ათეული წლის წინ ჩატარებული კვლევების თანახმად, რომლებშიც გამოყენებული იყო სხვადასხვა კვლევით ტექნიკას, ჩვენი გალაქტიკის მასა გამოდიოდა 500 მილიარდიდან 3 ტრილიონამდე მზის მასის ტოლი. ახალი გაზომვებით მიღებული შედეგები მდებარეობს ამ დიაპაზონის სადღაც შუაში.

"ჩვენ გვინდა გავიგოთ ირმის ნახტომის მასა უფრო ზუსტად რათა შევძლოთ მისი კოსმოლოგიური კონტექსტით გამოყენება და შევადაროთ ის სამყაროს ევოლუციის სიმულაციებში გამოყენებულ გალაქტიკების მოდელს. ირმის ნახტომის მასის ზუსტად არცოდნა აჩენს მრავალ პრობლემას სხვადასხვა კოსმოლოგიურ შეკითხვაზე." ამბობს პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი Roeland van der Marel კოსმოსური ტელესკოპების ინსტიტუტიდან (ბალტიმორი, მერილენდი).

ახალი კვლევებისას ასტრონომებმა კოსმოსური ტელესკოპების Hubble (NASA) და Gaia (ESA)-ს მეშვეობით აკვირდებოდნენ ვარსკვლავების სფერული გროვების (თითოეული მოიცავს ასი ათასობით ვარსკლავს) მოძრაობას ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო.

იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ფარული მატერია არის სამყაროს ძირითადი მატერია, რომლის სიმკვრივის შეფასება შესაძლებელია მისი ხილულ ობიექტებზე (როგორიცაა მაგალითად სფერული გროვები) ზემოქმედების შესწავლით. რაც უფრო მასიურია გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს მასში არსებული სფერული გროვები გრავიტაციის გავლენით. ადრეული კვლევებში იზომებოდა მხოლოდ სფერული კლასტერების სიჩქარე დედამიწის მიმართ, ანუ ასტრონომები ადგენდნენ სიჩქარეს რომლითაც გროვები უახლოვდებოდნენ ან შორდებოდნენ დედამიწას. ახალ კვლევებში Hubble და Gaia-ამ განსაზღვრეს გროვების გვერდითი მოძრაობა, რის მეშვეობითაც უფრო ზუსტად გახდა შესაძლებელი მათი სიჩქარის (და შესაბამისად გრავიტაციული აჩქარების) დადგენა.

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2019/03/190307131412.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.