მკვლევარებმა ლუნდის უნივერსიტეტიდან (შვეცია) კომპიუტერული სიმულაციების საშუალებით შეისწავლეს იუპიტერის მოგზაურობა მზის სისტემაში დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ. იუპიტერი, ისევე როგორც ყველა სხვა პლანეტა, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მზის გარშემო არსებული კოსმოსური მტვრისგან და თავიდან არ ყოფილა დედამიწაზე დიდი. ახალი კვლევების თანახმად, იუპიტერის მზისკენ მოგზაურობა დაიწყო მისი ყინულოვან ასტეროიდად ჩამოყალიბებიდან დაახლოებით 2-3 მილიონი წლის შემდეგ და დაახლოებით 700,000 წელი გრძელდებოდა. პლანეტა მზისკენ მოძრაობდა სპირალურ ტრაექტორიაზე, რაც მზის სიტემის გარშემო არსებული გაზების გრავიტაციული ურთიერთქმედებით იყო განპირობებული. ამ დროს მოხდა იუპიტერის ზრდა და მის მიერ ე. წ. „ტროიანული“ ასტეროიდების შეგროვება ლიბრაციის წერტილებში მის წინ და უკან. ამ ასტეროიდების ქიმიური შემადგენლობა სავარაუდოდ ემთხვევა იუპიტერის თავდაპირველი ბირთვის შემადგენლობას.
ამჟამად „ტროიანები“ ქმნიან ათასობით ასტეროიდებისგან შემდგარ ორი ჯგუფის. იუპიტერის წინ მდებარე ჯგუფი დაახლოებით 50%-ით მეტ ასტეროიდს შეიცავს, ვიდრე მის უკან. მეცნიერთა აზრით ეს ასიმეტრია გამოწვეულია იუპიტერის გრავიტაციული ველის ზემოქმედებით მზისკენ მისი მიგრაციის პერიოდში.
2021 წლისთვის NASA გეგმავს კოსმოსური მისია Lucy-ის ფარგლებში შეისწავლოს ექვსი „ტროიანი“, რათა უკეთ გაერკვენ იუპიტერის ბირთვის სტრუქტურაში და მის ჩამოყალიბებაში.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2019/03/190322105706.htm?fbclid=IwAR0CDVxC23x-3iAjaYqeqxzyozDw3Rr40tQeMgxrwl_-L2MsuzE_N03PsRU