Astronomical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა კანტერბერის უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) ასტრონომების სტატია მიკრო-ლინზირების ეფექტით იშვიათი სუპერ-დედამიწის აღმოჩენის შესახებ ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით, რომლის ზომები და ორბიტა ახლოსაა დედამიწის მახასიათებლებთან.
ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტის ორბიტის რადიუსი მცირედ ჩამოუვარდება, ხოლო მასა 10-ჯერ აღემატება დედამიწისას, მისი ვარსკვლავის მასა კი დაახლოებით მზის მასის 10%-ს შეადგენს. ვარსკვლავის მასის სიმცირის გამო ეგზოპლანეტის წელიწადი 617 დღე გრძელდება. გარდა ამისა პლანეტა ნაკლებ სითბურ ენერგიას იღებს, რის გამოც შესაძლოა მის ზედაპირზე წყალი არ გვხვდებოდეს თხევად მდგომარეობაში.
ახალ აღმოჩენაში ყველაზე საოცარი არა თვითონ ეგზოპლანეტაა, არამედ მისი აღმოჩენის ხერხია - მიკრო-ლინზირების გამოყენებით. სუპერ-დედამიწისა და მისი ვარსკვლავის გაერთიანებულმა გრავიტაციამ მათ უკან მდებარე ვარსკვლავებიდან მომავალ სხივებს ისე შეუცვალეს მიმართულება, რომ განათებული წერტილის ნაცვლად მივიღეთ რგოლის სურათი - ობიექტი OGLE-2018-BLG-0677. ყოველ წელს დაახლოებით 3,000 მიკრო-ლინზირების ეფექტი დაიმზირება, თუმცა ამ ხერხით პირველად აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა. ეს მოვლენა იმდენად იშვიათია, რომ მას უწოდეს „მილიონში ერთ შენსს“ და სავარაუდოდ ასეთ იღბლიან შემთხვევას სხვა დროს ვეღარც შევხვდებით.
წყარო:
https://phys.org/news/2020-05-planet-hunters-million-super-earth.html