შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

აღმოაჩინეს მბრუნავი გალაქტიკური დისკო ადრეულ სამყაროში
აღმოაჩინეს მბრუნავი გალაქტიკური დისკო ადრეულ სამყაროში

ფიქრობენ, რომ ჩვენი სამყარო დაიბადა 13.8 მილიარდი წლის წინ, თუმცა ის ყოველთვის ისეთი არ იყო როგორსაც ეხლა ვხედავთ. პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმოიქმნა, თუმცა როდის მოხდა ეს ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი. ერთ-ერთმა ახლად აღმოჩენილმა გალაქტიკამ (DLA0817g) შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება მოგვცეს ამ პრობლემის გადასაჭრელად. კვლევის ავტორებმა ამ გალაქტიკას თავისი გარდაცვლილი ხელმძღვანელის Artur Wolfe-ს საპატივცემულოდ ვოლფეს დისკო დაარქვეს. ეს არის გაზით მდიდარი, ცივი გალაქტიკა, რომლის მასა დაახლოებით 72 მილიარდი მზის მასის ტოლია და ჩვენგან 12.5 მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული.

DLA0817g არის ყველაზე შორეული მბრუნავი გალაქტიკა, რომელიც აქამდე დამზერილა და მისი არსებობა ცვლის ჩვენს წარმოდგენას ადრეულ სამყაროში გალაქტიკების ფორმირებაზე.

„ძირითადად ასეთი შორეული გალაქტიკების ფორმები ახლო გალაქტიკებთან შედარებით არაწესიერია, რადგან მათ გამოიარეს მთელი რიგი დაჯახებები და შერწყმები სხვადასხვა გალაქტიკებთან.“- განმარტა ასტრონომმა მარსელ ნილმანმა (მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტიდან, გერმანია).

გალაქტიკები წარმოქმნის „ცხელი“ სცენარის მიხედვით ასეთ ადრეულ სამყაროში DLA0817g-ს მაგვარი ობიექტები არ უნდა გვხვდებოდნენ. ამ მოდელის მიხედვით 4-დან 6 მილიარდ წლამდე დროა საჭირო, რომ გალაქტიკური გაზი გაცივდეს და მიიღოს ისეთი წესიერი ფორმა როგორიც მაგალითად „ირმის ნახტომს“ აქვს.

თუმცა არსებობს გალაქტიკების წარმოქმნის „ცივი“ მოდელიც, რომლის მიხედვითაც უდიდესი წვლილი სტრუქტურების ფორმირებაში ფარულ მატერიას შეაქვს. მეცნიერებმა ჩაატარეს კომპიუტერული სიმულაციები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სწორედ ფარული მატერია შეიძლება იყოს ადრეული გალაქტიკების ფორმირების წყარო.

დღესდღეობით ბევრი რამ არ ვიცით ფარულ მატერიაზე, თუმცა ვიცით რომ მისი წვლილი გალაქტიკების შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია. სუპერ-კომპიუტერებზე ჩატარებული სიმულაციების მიხედვით, ფარული მატერიის მასიურ ქსელს შეუძლია ხელი შეუწყოს ადრეულ სამყაროში გალაქტიკური დისკოების ჩამოყალიბებას. თუმცა ამ თეორიის გასამართლებლად საჭირო იყო შესაბამისი დაკვირვებების განხორციელება შორეულ გალაქტიკებზე.

რადიოტელესკოპ ALMA-ს (ჩილე) გამოყენებით ასტრონომები აკვირდებოდნენ კვაზარებს, რომლებიც გამოირჩევიან სიკაშკაშით და რომელთა დანახვაც ძალიან შორ მანძილებზეცაა შეიძლება. მათ აღმოაჩინეს რომ ამ კვაზარების სინათლემ ოდესღაც გაჭოლა გაზით სავსე ცივ გალაქტიკა. კერძოდ მათ აღმოაჩინეს, რომ კვაზარის სინათლემ გაიარეს რეგიონი რომელიც ძალიან მდიდარი იყო წყალბადით, რაც ვოლფეს დისკოსთვისაა დამახასიათებელი. ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინათლე ამ გალაქტიკის ერთი მხარეს განიცდიდა წითელ წანაცვლებას, მეორე მხარეს კი ლურჯს. რაც დოპლერის ეფექტის მიხედვით ნიშნავს, რომ გალაქტიკური დისკო ბრუნავს. ასევე გაიზომა გალაქტიკის ბრუნვის სიჩქარეც: 272 კმ/წმ, რაც ჩვენი გალაქტიკის ბრუნვის სიჩქარის რიგისაა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ DLA0817g-ს მსგავსი ობიექტები მრავლად უნდა არსებობდეს სამყაროში. ისინი აგრძელებენ დაკვირვებებს, რათა გაარკვიონ რამდენად ეფექტური იყო ადრეულ სამყაროში გალაქტიკების წარმოშობა ცივი აკრეციის მექანიზმით.

წყარო:
https://www.scien...y-universe

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.