მარსული მეტეორიტები წარმოადგენენ მარსის ზედაპირის ფრაგმენტებს, რომლებიც კოსმოსში მოხვდნენ წითელი პლანეტის მეტეორული დაბომბვებით და მოაღწიეს დედამიწამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტეორიტი ALH84001, რომელიც 1984 წელს იქნა ნაპოვნი ანტარქტიკის რეგიონში სახელად ალან ჰილსი. იგი შეიცავს ფორთოხლის ფერის კირქვებს რომლის შესწავლა ბევრმა მეცნიერმა სცადა რათა გაერკვიათ შეიცავს თუ არა იგი მტკიცებულებას მარსზე ოდესღაც სიცოცხლის არსებობის შესახებ.
ჟურნალ Nature Communications აპრილის ნომერში იაპონელი მეცნიერების ჯგუფი თავის ახალ სტატიაში გვაუწყებს, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები ALH84001-ის კირქვებში აზოტის შემცველობის შესასწავლად და პირველად დაადასტურეს მასში 4 მილიარდი წლის ასაკის აზოტის შემცველი ორგანული ნივთიერების არსებობა.
მასალის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ნიმუშების მოსამზადებლად მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია. მაგალითად, მათ გამოიყენეს ვერცხლის ლენტი გამოსაკვლევი მეტეორიტიდან ადამიანის თმის ზომის გრანულების გამოსაცალკევებლად. მარცვლების ზედაპირი შემდგომ გაასუფთავეს დამაბინძურებლებისგან ფოკუსირებული იონური სხივებით და მოახდინეს მათი μ-XANES სპექტრული ანალიზი რენტგენის სხივების ზედაპირული შთანთქმის მეთოდით. კვლევების შედეგად აღმოჩენილი იქნა აზოტის არსებობა მხოლოდ კირქვებში. ასევე ნაპოვნი იქნა აზოტის ძალიან მცირე რაოდენობა ოქსიდების სახით, რაც აზოტის ძირითადი სტრუქტურაა თანამედროვე მარსის ზედაპირზე. ამ კვლევის თანახმად ადრეულ მარსზე სავარაუდოდ ბევრად მცირე აზოტის ოქსიდები იყო ვიდრე ამჟამად.
მარცხენა სურათზე ნაჩვენებია მარსული მეტეორიტის ALH84001-ის ფრაგმენტი. გადიდებული ადგილი (მარჯვნივ) გვიჩვენებს ფორთოხლის ფერის კირქვის მარცვლებს.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. მაგალითად საიდან წარმოიშვა ეს აზოტის შემცველი ორგანული მინერალები. კვლევის ერთ-ერთი ავტორი კობაიში განმარტავს, რომ არსებობს ორი ძირითადი შესაძლებლობა: ისინი წარმოიშვნენ მარსზე ან გარედან იქნენ შეტანილები.
წყარო: