შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

აინშტაინის ფარდობითობის თეორია კიდევ ერთხელ დადასტურდა
აინშტაინის ფარდობითობის თეორია კიდევ ერთხელ დადასტურდა

თავისუფალი ვარდნის უნივერსალობის იდეა ცნობილია გალილეო გალილეის მიერ პიზის კოშკიდან ჩატარებული ექსპერიმენტებით, რომლითაც დადასტურდა, რომ დედამიწის გრავიტაციულ ველში ნებისმიერი სხეულის აჩქარება ერთნაირი იყო.

ამ მოსაზრების სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ექსტრემალური პირობებისთვის, მაგრამ ახალმა ზუსტმა დაკვირვებებმა სამ მასიურ ვარსკვლავზე და გამოთვლებმა აჩვენა, რომ აინშტაინის გრავიტაციის თეორია ამ გამოწვევასაც უძლებს.

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჟურნალ Astronomy and Astrophysics ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში შეისწავლეს უცნაური სამმაგი ვარსკვლავური სისტემა. ამ სამი ვარსკვლავიდან ორი - თეთრი ჯუჯა და პულსარი (12 კმ რადიუსის და მზეზე 1,44 ჯერ მასიური ნეიტრონული ვარსკვლავი) სწრაფად ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო. თავის მხრივ ეს წყვილი გარს უვლის მოშორებით მყოფ სხვა თეთრ ჯუჯა ვარსკვლავს, ისევე როგორც დედამიწა და მთვარე ბრუნავენ მზის გარშემო.

ეს სამმაგი სისტემა მეცნიერებს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას შემოწმდეს არღვევენ თუ არა ძლიერად გრავიტირებადი სისტემები თავისუფალი ვარდნის უნივერსალურობას, ანუ ფარდობითობის ზოგადი თეორიის ძლიერი ექვივალენტობის პრინციპს. თუმცა სამივე ვარსკვლავის დინამიკაზე დაკვირვებით, მანჩესტერის უნივერსიტეტის გუნდმა დაადგინა, რომ პირველი თეთრი ჯუჯა და პულსარი ერთნაირად აჩქარდებიან მეორე თეთრი ჯუჯის მიმართ - რაც თანხვედრაშია აინშტაინის ფარდობითობის თეორიის წინასწარ მეტყველებებთან.

წყარო:
https://www.scien...o-of-stars

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.