შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შეიქმნა მარსის ელექტრული დენების და ინდუცირებული მაგნიტოსფეროს რუქა
შეიქმნა მარსის ელექტრული დენების და ინდუცირებული მაგნიტოსფეროს რუქა

მარსს, დედამიწისგან განსხვავებით, მზის გამოსხივებისგან თავის დასაცავად არა აქვს გლობალური მაგნიტური ველი. მაგრამ ახალი კვლევებით დამტკიცდა, რომ პლანეტა სხვადასხვა რეგიონებში მაინც წარმოქნის ლოკალურ დამცველობით ველს. ამერიკელი მკვლევარების გუნდმა შეძლო შეექმნა მარსზე ელექტრული დენების განაწილების დეტალური რუქა, რომლებიც ამ მაგნიტურ ველებს წარმოშობენ. ამით მეცნიერებს საშუალება ეძლევათ უკეთ გაიგონ თუ როგორ დაკარგა მარსმა თავისი ატმოსფეროს უდიდესი ნაწილი მილიარდობით წლის განმავლობაში და როგორ ურთიერთქმედებს ამჟამად მარსის მაგნიტოსფერო მზის ქართან.

მეცნიერებმა მარსის ორბიტაზე განთავსებული სატელიტის MAVEN (NASA) ხუთი წლის მონაცემების ანალიზით შექმნეს რუქა, რომელიც აჩვენებს, რომ ზედაპირზე არსებული ელექტრული დენები მარსის გარშემო ქმნის ორმაგ სტრუქტურას. ეს დენები ურთიერთქმედებენ მზის ქართან და გარს ეხვევიან პლანეტას როგორც სპაგეტი კალათბურთის ბურთს. ეს ხსნის მარსის უნიკალური მაგნიტური კუდის სტრუქტურას, რომელიც MAVEN-მა სამი წლის წინ შეამჩნია, იხილეთ საილუსტრაციო ვიდეო ბმულში:

https://www.youtu...=emb_title

მეცნიერებს ასევე აინტერესებთ მზის ქარისა და მარსის დენების ურთიერთქმედების დეტალები და იმის დადგენა თუ როგორ ხდება ენერგიის გაცვლა ატმოსფეროს ზედა ფენების, მაგნეტოსფეროსა და მზის ქარს შორის.

ახალი კვლევა რომლის მეშვეობითაც შექმნეს შესანიშნავი რუქა, საშუალებას აძლევთ მეცნიერებს გაიგონ რა ტემპებით განაგრძობს მარსის ატმოსფერო შეთხელებას. ძალიან ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი იმ საკითხთან დაკავშრებით, თუ რა მოუვიდა ოდესღაც არსებულ მარსის სქელ ატმოსფეროს. სწორედ პლანეტის გარშემო არსებული მაგნიტური ველის ქცევის შესწავლითაა შესაძლებელი გავიგოთ თუ რატომაა მარსის ატმოსფერო ასე განსხვავებული დედამიწის ატმოსფეროსგან.

წყარო:

https://www.scien...E6CfXmK0gg

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.