შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ექვს მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში
ექვს მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში

დედამიწის მსგავსად განიხილება დაახლოებით დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტა რომელიც ბრუნავს მზის მსგავსი (G-ტიპის) ვარსკვლავის ორბიტაზე. გარდა ამისა მისი ორბიტა უნდა მდებარეობდეს თავისი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში - ანუ ისეთ მანძილზე ვარსკვლავიდან, რომ კლდოვან პლანეტაზე წყალი იყოს თხევად მდგომარეობაში და არსებობდეს პოტენციური სიცოცხლე მის ზედაპირზე.

„ჩემი გამოთვლებით ყოველ G-ტიპის ვარსკვლავზე 0.18 დედამიწის მსგავსი პლანეტა მოდის.“ ამბობს The Astronomical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი ავტორი Michelle Kunimoto (UBC, კანადა).

სტატიის მეორე ავტორის, Jaymie Matthews (UBC) თქმით: „ჩვენი ირმის ნახტომი შეიცავს 400 მილიარდამდე ვარსკვლავს, რომლთა 7 პროცენტი G-ტიპისაა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს გალაქტიკაში 6 მილიარდამდე ვარსკვლავს შეიძლება ყავდეს დედამიწის მსგავსი პლანეტა.“

შეფასებების თანახმად მზის მაგვარი ვარსკვლავის სისტემაში საშუალოდ 0.02-დან 1-მდე დედამიწის მსგავსი პლანეტა შეიძლება არსებობდეს.

ხშირ შემთხვევებში დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა რთულია, რადგან ისინი საკმაოდ მცირე ზომის არიან და მათი ორბიტებიც შორსაა მათი ვარსკვლავისაგან. ამიტომ კანადელმა მკვლევარებმა გამოიყენეს მოდელირების მეთოდი.

„მე დავიწყე ეგზოპლანეტების განაწილების სიმულიცია იმ ვარსკვლავებისთვის რომელსაც აკვირდებოდა Kepler-ი. შემდეგ დავაჯგუფე პლანეტები როგორც „აღმოჩენილი“ ან „დაუმზერადი“, იმისდა მიხედვით თუ როგორ შეეძლო ჩემ ალგორითმს მათი აღმოჩენა. შემდეგ შევადარე „აღმოჩენილი“ პლანეტები ცნობილი პლანეტების კატალოგს. თუ სიმულაციები იძლეოდა კარგ შედეგს, მაშინ ჩემი არჩეული პლანეტების განაწილებას ვთვლიდი რეალური განაწილების კარგ მოდელად“ - ამატებს Kunimoto.

ადრეულ შრომებში Kunimoto-მ თავისი მეთოდით უკვე შეისწავლა NASA-ს Kepler-ის მისიის 200,000 ვარსკვლავის არქივი და აღმოაჩინა 17 ახალი ეგზოპლანეტა, გარდა იმისა რომ აღადგინა ათასობით უკვე აღმოჩენილი ეგზოპლანეტის მონაცემები.

წყარო:

https://phys.org/news/2020-06-billion-earth-like-planets-galaxy.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.