შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი ცაზე “შეერთდებიან”
21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი ცაზე “შეერთდებიან”

უკვე რამდენიმე თვეა მზის ჩასვლის შემდეგ სამხრეთის მიმართულებით ცაზე შესამჩნევია იუპიტერის და სატურნის დაახლოება. ამჟამად ისინი ჰორიზონტიდან საშუალო სიმაღლეზე და სამი გრადუსი კუთხური მანძილით დაშორებულები ჩანან, ხოლო 21 დეკემბერს კი მათ შორის მანძილი გრადუსის მეათედამდე შემცირდება, ანუ მთვარის დისკოს ხილულ სიგანეზე ხუთჯერ ნაკლები გახდება.

ასტრონომიულ მოვლენას, რომელშიც ციური სხეულების ერთმანეთს გაუსწორდებიან, შეერთება ეწოდება. თუმცა, ვინაიდან ეს კავშირი ამჟამად ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს გიგანტს, იუპიტერს და სატურნს მოიცავს, იგი ცნობილია როგორც “დიდი შეერთება” (Great Conjunction). 

იუპიტერის და სატურნის ცაზე ასე ახლოს ხილული განლაგება ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა, რაც რთული პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში - 9 მარტს ხვარაზმელებმა ჯალალედინის მეთაურობით თბილისი აიღეს. ამ პლანეტების წლევანდელი შეერთება ზამთრის ბუნიობის დღეს ხდება, რაც ასტრონომიულად უფრო აღსანიშნავს ხდის ამ მოვლენას და საქართველოში ისტორიული სიტუაციაც კვლავ არაა მარტივი. აღსანიშნავია ასევე, რომ 1226 წლის იუპიტერს და სატურნს შეერთება სავარაუდოდ ასახულია „ვეფხისტყაოსანში“: „...ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ - მუშთარი (იუპიტერი) მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს, ზუალი (სატურნი) კი ნესტანდარეჯანს, ოდეს იგი ქაჯთაგან გაათავისუფლეს.

ვიკიპედიაში მოყვანილი ცხრილიდან შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენად უნიკალურია ამ ორი გიგანტური პლანეტის წლევანდელი შეერთება. მომავალში იუპიტერი და სატურნი კიდევ უფრო ახლოსაც შეიძლება მივიდნენ ერთმანეთთან. მაგალითად 7,541 წელს მოსალოდნელია იუპიტერით სატურნის ნაწილობრივი დაბნელება, ანუ ოკულტაცია, ხოლო11,662 წელს კი სრული დაბნელება. იმედია 76-ე და 117-ე საუკუნეებში კაცობრიობა ჯერ კიდევ იარსებებს და ჩვენი შთამომავლობა იხილავს ამ საოცარ მოვლენას.

ქვემოთ მოყვანილია ამერიკელი ასტრონომიის მოყვარულის მიერ 2 დეკემბერს (დღისით!) გადაღებული იუპიტერის და სატურნის ფოტო:

 

თუკი 21 დეკემბერს ცა ღრუბლიანი იქნება, გული ნუ დაგწყდებათ, იუპიტერის და სატურნის შეერთების მოვლენა 17-დან 25 დეკემბრამდე გრძელდება, თუმცა კი 21-ში ეს პლანეტები ყველაზე უფრო ახლოს იქნებიან ერთმანეთთან.

წყარო:

https://www.heraldtribune.com/.../saturn-and.../3410682001/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.