შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დაზუსტდა ფარული მატერიის ნაწილაკების მასა
დაზუსტდა ფარული მატერიის ნაწილაკების მასა

ცნობილია, რომ ხილული, გრავიტირებადი მატერია (პლანეტები, ვარსკვლავები და ა.შ.) შეადგენს სამყაროს მასის მხოლოდ 25%-ს, დანარჩენ 75% კი წარმოდგენილია ფარული მატერიით. მატერიის ეს ფორმა არ მონაწილეობს ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში და ამიტომ მისი პირდაპირი დამზერა შეუძლებელია.

ჟურნალ Physics Letters B-ს მარტის ნომერისთვის დასაბეჭდად მიღებული იქნა სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თეორეტიკოსი ფიზიკოსების სტატია, სადაც შეფასებულია ფარული მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკების შესაძლო მასების დიაპაზონი. გამოთვლებისას გამოყენებული იქნა ამჟამად მიღებული ჰიპოთეზა, რომ გრავიტაცია ერთნაირად მოქმედებს ჩვეულებრივ და ფარულ მატერიაზე. ამ დაშვებამ საშუალება მისცა მეცნიერებს შეეფასებინათ ფარული მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკების მასის მნიშვნელობის ზედა და ქვედა ზღვარი. შედეგები აჩვენებს, რომ ფარული მატერია არ შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქი ან ძალიან მძიმე, თუ მას არ გააჩნია რაიმე ახალი, ჯერ კიდევ უცნობი მუხტი. გამოთვლების თანახმად, ფარული მატერიის ნაწილაკების მასის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს დიაპაზონში 10-3 – 107 eV, რაც ამჟამად განხილულთან შედარებით (10-24 eV – 1019 GeV) ბევრად ვიწროა.

კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ფარული მატერიის ძიების საქმეში. გარდა ამისა პოტენციურად დაეხმარება მეცნიერებს გაარკვიონ არსებობს თუ არა სამყაროში დამატებითი ურთიერთქმედებები. თუ აღმოჩნდება, რომ ფარული მატერიის ნაწილაკების მასის მნიშვნელობა არ შედის ბრიტანელი მეცნიერების მიერ შეფასებულ დიაპაზონში, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ მასზე გრავიტაციის გარდა მოქმედებს დამატებითი, ჯერ კიდევ უცნობი ძალები.

წყარო:

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0370269321000083?via%3Dihub

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.