როგორც უკვე ვიუწყებოდით, NASA-ს ბოლო მისია მარსზე წარმატებით მიმდინარეობს. 4 მარტს წითელ პლანეტაზე დაეშვა ახალი როვერო Perseverance (შეუპოვრობა), რომლის დანიშნულებაა მარსის გრუნტის ნიმუშების შეგროვება და პირველად გამოგზავნა დედამიწაზე.
Perseverance ააწყვეს NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიში (JPL, სამხრეთი კალიფორნია). იგი წარმოადგენს 6 ბორბლიან, მსუბუქი მანქანის ზომის ყველგანმავალს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით მობრუნება. როცა როვერი დაიწყებს ძირითად სამეცნიერო მისიას მას მოუწევს დღეში 200 ან მეტი მეტრის გავლა. მარსმავალის პირველი საცდელი მოძრაობის ხანგრძლივობა იყო 33 წუთი. მან თავდაპირველად წინ წაიწია დაახლოებით 4 მეტრით, შემდეგ მობრუნდა 150 გრადუსით მარცხნივ და უკან დაიხია 2.5 მეტრით. ფოტოზე ჩანს როვერის ბორბლების მიერ დატოვებული კვალი. შემდეგ კვირაში კიდევ ერთი მსგავსი ტესტის ჩატარება იგეგმება. როვერთან ინტეგრირებულია დრონი, რომელმაც მარსის ატმოსფეროში უნდა იფრინოს, დააკვირდეს Perseverance-ს გადაადგილებას და ზემოთა ხედიდან გადაიღოს სურათები.
Perseverance ორ წელი უნდა დახარჯოს ჯეზეროს კრატერის, დამშრალი ტბის და მდინარის დელტას კვლევაში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიაგნებენ მარსზე უძველესი სიცოცხლის არსებების კვალს. "სამშაბათს რობოტული მკლავის პირველი გამოცდა ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო" - ამბობს Robert Hogg (მისიის მენეჯერის მოადგილე). ეს არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებს სამეცნიერო ჯგუფი ჯეზეროს კრატერის გეოლოგიური მახასიათებლების გამოსაკვლევად, შემდეგ კი განადგურდება.
Perseverance–ის მისიის ძირითადი მიზანი მარსზე არის ასტრობიოლოგია, მათ შორის უძველესი მიკრობული ცხოვრების ნიშნების ძიება. როვერი შეისწავლის პლანეტის გეოლოგიასა და წარსულ კლიმატს, იგი იქნება პირველი მისია რომელიც მოიპოვებს და დედამიწაზე გადმოაგზავნის მარსის ნიადაგის ნიმუშებს.
წყარო:
https://www.nasa....index.html
https://mars.nasa...