შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 307
ბოლო წევრი: anastasia papukashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კოსმოსური სხივების ფილტრაციის ახალი მეთოდი ნეიტრინოების დამზერისთვის
კოსმოსური სხივების ფილტრაციის ახალი მეთოდი ნეიტრინოების დამზერისთვის

ჟურნალებმა Physical Review Applied და Journal of Instrumentation დასაბეჭდად მიიღეს MicroBooNE კოლაბორაციის მეცნიერების ორი სტატია, სადაც წარმოდგენილია მათ მიერ შემუშავებული ალგორითმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ამაჩქარებელზე მიღებული ნეიტრინოს დამზერისას ფონური კოსმოსური გამოსხივება 100,000-ჯერ შევამციროთ.

D0 მეზონსა და მის ანტინაწილაკს შორის მასათა სხვაობა გაიზომა
D0 მეზონსა და მის ანტინაწილაკს შორის მასათა სხვაობა გაიზომა

2021 წლის 7 ივნისს ლოს ალამოსის სამეცნიერო სტატიების არქივში გამოჩნდა CERN-ის LHCb კოლაბორაციის სტატია, რომლის მიხედვითაც პირველად მოხდა D0 მეზონის ანტინაწილაკად გადაქცევის და შემდეგ საწყის ფორმაში დაბრუნების ექსპერიმენტული დამზერა.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჯობნის ადამიანებს მიკრო-ჩიპების დიზაინში
ხელოვნური ინტელექტი უკვე ჯობნის ადამიანებს მიკრო-ჩიპების დიზაინში

ჟურნალმა Nature 2021 წლის 9 ივნისს გამოაქვეყნა სტატია რომლის მიხედვით Google-თან ასოცირებულმა მკვლევარებმა შექმნეს თვით-მსწავლი მანქანა, რომელსაც შეუძლია მიკრო-ჩიპების დიზაინის შექმნა ადამიანზე სწრაფად და ეფექტურად.

ასტეროიდი 16 Psyche
ასტეროიდი 16 Psyche

2021 წლის 12 მაისს ჟურნალში The Planetary Science Journal გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც საუბარია ასტეროიდ 16 Psyche-ს შემადგენლობის დადგენის მეთოდებზე და მისი წარმოშობის შესაძლო ისტორიაზე.

კვანტურად გაძლიერებული არაწრფივი მიკროსკოპია
კვანტურად გაძლიერებული არაწრფივი მიკროსკოპია

2021 წლის 9 ივნისს ჟურნალმა Nature გამოაქვეყნა სტატია სადაც მოთხრობილია, რომ ქვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს კვანტური მიკროსკოპი, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ბიოლოგიური სტრუქტურები, რომელთა დანახვა აქამდე შეუძლებელი იყო.

ადამიანის მიერ გავლადი ჭიახვრელები
ადამიანის მიერ გავლადი ჭიახვრელები

2021 წლის 9 მარტს ჟურნალმა Physical Review D გამოქვეყნა პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია, სადაც თეორიულად შეფასებულია თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ჭიახვრელები, რომ შესაძლებელი გახდეს მათი გამოყენებით მაკროსკოპული ობიექტების (მაგალითად ადამიანის) დიდ მანძილებზე გადატანა. ამისთვის მათ შემოიყვანეს ისეთი ეგზოტიკური ინგრედიენტები, როგორიცაა დამატებითი სივრცითი განზომილება, ძალიან დაბალი ტემპერატურები, უარყოფითი ენერგიები და მაგნიტური მონოპოლები.

როგორ საუბრობენ კვანტური წერტილები
როგორ საუბრობენ კვანტური წერტილები

2021 წლის 28 მაისს ჟურნალში The Journal of Physical Chemistry გამოქვეყნდა გერმანელი და ფრანგი მეცნიერების თეორიული კვლევა კვანტური წერტილებს შორის ურთიერთქმედების შესახებ ატომურ დონეზე.

გარემოს გამოყენება კვანტური მოწყობილობების მართვისათვის
გარემოს გამოყენება კვანტური მოწყობილობების მართვისათვის

2021 წლის მარტის ნომერში ჟურნალში Chaos დაიბეჭდა სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია, თუ როგორ შეიძლება გარემომ გავლენა მოახდინოს კვანტურ ქცევაზე, როგორიცაა მაგალითად ლოკალიზაცია. კვლევის შედეგებმა შეიძლება მიგვიყვანოს ახალ აღმოჩენებთან ზეგამტარ მასალებსა და კვანტური მოწყობილობების ფიზიკაში, მათ შორის ზუსტი სენსორების დიზაინში.

NASA ვენერაზე ბრუნდება
NASA ვენერაზე ბრუნდება

2021 წლის 29 მაისს NASA-ს ახალმა ადმინისტრატორმა Bill Nelson-მა 2028-2030 წლებში ვენერაზე ორი სატელიტის გასაგზავნად დაფინანსების გამოყოფის თაობაზე განაცხადა.

დედამიწის რადიაციულ სარტყელის რადიო ტალღებით გამოწვეული ელექტრონების ნაკადი
დედამიწის რადიაციულ სარტყელის რადიო ტალღებით გამოწვეული ელექტრონების ნაკადი

2021 წლის 18 აპრილს ჟურნალში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა ოტაგოს უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) მეცნიერების სტატია, სადაც განხილულია დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედებები დედამიწის რადიაციულ სარტყელში წარმოშობილ რადიო ტალღებთან (EMIC).