შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მართული მაგნეტიზაცია ზედაპირული ბგერითი ტალღებით
მართული მაგნეტიზაცია ზედაპირული ბგერითი ტალღებით

2021 წლის 10 მაისს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა იაპონელ მკვლევართა სტატია, რომელშიც აღწერილია მართული მაგნეტიზაციის ახალი მეთოდი ზედაპირული ბგერითი ტალღების საშუალებით.

მეცნიერებმა ატომებს შორის ‘საუბარი’ დააფიქსირეს
მეცნიერებმა ატომებს შორის ‘საუბარი’ დააფიქსირეს

2021 წლის 28 მაისს ჟურნალში Science გამოქვეყნებულ სტატიაში დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის (ნიდერლანდები), აახენის უნივერსიტეტის და იულიხის კვლევითი ცენტრის (ორივე გერმანია) მკვლევარები გვაუწყებენ, რომ მათ დააფიქსირეს ატომებს შორის კვანტური ინფორმაციის უწყვეტი გაცვლა, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც რაღაცა ტიპის ‘საუბარი’ მათ შორის.

კოლაიდერზე სამყაროს დაბადების დროინდელი ფიზიკა შეისწავლეს
კოლაიდერზე სამყაროს დაბადების დროინდელი ფიზიკა შეისწავლეს

ჟურნალმა Physics Letters B დასაბეჭდად მიიღო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია კვარკ-გლუონური პლაზმის თვისებების შესახებ. მატერიის ეს უცნაური მდგომარეობა, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ პირველი მიკრო-წამისას არსებობდა და მოგვიანებით ადრონებად დაიშალა, შესწავლილი იქნა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მძიმე ბირთვების შეჯახებების ALICE დეტექტორის მონაცემების საშუალებით.

ნეიტრინოს შესაძლო მასა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა
ნეიტრინოს შესაძლო მასა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა

2021 წლის 19 აპრილს ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ონლაინ შეხვედრაზე გამოცხადდა გერმანიაში მიმდინარე KATRIN ექსპერიმენტის ახალი შედეგები, რომელთა თანახმად ნეიტრინოების მასის ზედა ზღვარი 0.8 ელექტრონვოლტს არ აღემატება.

მიიღეს ატომების სურათი მაღალი გარჩევადობით
მიიღეს ატომების სურათი მაღალი გარჩევადობით

2021 წლის 20 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს ატომების მაღალი გარჩევადობის სურათი გამჭოლი ელექტრონული მიკროსკოპისა და პტიქოგრაფიული მეთოდის საშუალებით.

აინშტაინის ცნობილი განტოლების ხელნაწერი $1.2 მილიონად გაიყიდა
აინშტაინის ცნობილი განტოლების ხელნაწერი $1.2 მილიონად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც ის წერს თავის ცნობილ ფორმულას E = mc², ბოსტონში 13-20 მაისს გამართულ აუქციონზე 1.2 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა, რაც მოსალოდნელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

როგორ და როდის შეიქმნა ირმის ნახტომი
როგორ და როდის შეიქმნა ირმის ნახტომი

2021 წლის 17 მაისს ჟურნალში Nature Astronomy გამოქვეყნდა ოჰაიოს უნივერსიტეტის ასტრონომების სტატია, სადაც ასამდე წითელი გიგანტური ვარსკვლავის მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიღებულია ჩვენი გალაქტიკის ასაკის ამჟამად არსებული ყველაზე ზუსტი შეფასება.

გრაფენისგან განსხვავებული 2D ნახშირბადოვანი სტრუქტურები
გრაფენისგან განსხვავებული 2D ნახშირბადოვანი სტრუქტურები

2021 წლის 21 მაისს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა მარბურგისა (გერმანია) და აალტოს (ფინეთი) უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგები ახალი ტიპის ნახშირბადული სტრუქტურის შექმნის შესახებ, რომელიც გრაფენივით თხელია, მაგრამ ატომებს უფრო მრავალფეროვანი განლაგება გააჩნიათ. კერძოდ, ახალი ორგანზომილებიანი ნახშირბადოვანი ნივთიერება - ბიფენილენი - შეიცავს როგორც გრაფენისთვის დამახასიათებელ ჰექსაგონურ სტრუქტურებს ისე კვადრატულ და რვაკუთხა ფორმებსაც, თითოეული ნახშირბადის ატომი კი კვლავ მხოლოდ სამ მეზობელ ატომთან არის ბმით დაკავშირებული.

მანქანური სწავლების გამოყენება მიუონურ სპექტროსკოპიაში
მანქანური სწავლების გამოყენება მიუონურ სპექტროსკოპიაში

2021 წლის 26 აპრილს ჟურნალში Journal of Physics: Condensed Matter გამოქვეყნდა კენტის, კარდიფის, დურჰამისა და ლიდსის უნივერსიტეტების მეცნიერთა სტატია, რომელიც აღწერს მიუონურ სპექტროსკოპიაში მონაცემების დამუშავების ახალ მეთოდს მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით, კერძოდ განხილულია ფაზური გადასვლები სხვადასხვა გარემოში.

დაბინძურებული წყლის გასუფთავება ნანო-მემბრანით
დაბინძურებული წყლის გასუფთავება ნანო-მემბრანით

ჟურნალი ACS Nano, 2021 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში გვაუწყებს, რომ მაქს პლანკის ინსტიტუტში (პოტსდამი) შექმნეს ნანო-მილაკებისაგან შემდგარი მემბრანა. მილაკები მუშაობენ როგორც ნანო-რეაქტორები, რომლებიც მზის შუქით დასხივებისას, მილი-წამების განმავლობაში, მეთილით ლურჯად შეღებილი წყალს გადააქცევენ გამჭვირვალე სითხედ.