შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციულმა ტალღებმა ახლად წარმოქმნილ შავ ხვრელს მაღალი სიჩქარე მიანიჭეს
გრავიტაციულმა ტალღებმა ახლად წარმოქმნილ შავ ხვრელს მაღალი სიჩქარე მიანიჭეს

ჟურნალმა Physical Review Letters აპრილში დასაბეჭდად მიიღო მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოცემულია GW200129 გრავიტაციულ ტალღურ სიგნალთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი. სიმულაციების თანახმად, ეს მოვლენა წარმოადგენს დაახლოებით 40 და 23 მზის მასის მქონე შავი ხვრელების შერწყმას, რის შედეგადაც გამოსხივებულმა გრავიტაციულმა ტალღებმა დაახლოებით 1,500 კმ/წმ სიჩქარე მიანიჭეს შერწყმის შედეგად წარმოშობილ დაახლოებით 27 მზის მასის მქონე შავ ხვრელს.

აღმოჩინეს ყველაზე ძველი სწრაფად მზარდი შავი ხვრელი
აღმოჩინეს ყველაზე ძველი სწრაფად მზარდი შავი ხვრელი

ჟურნალ Nature-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც Hubble-ის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების დახმარებით აღმოაჩინეს სწრაფად მზრდი შავი ხვრელი, რომელიც უკვე არსებობდა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 750 მილიონ წლის შემდეგ. მეცნიერების აზრით, ეს უნიკალური ობიექტი არის დამაკავშირებელი რგოლი ახალგაზრდა გალაქტიკებისა და ყველაზე ადრეულ სუპერმასიურ შავ ხვრელებს შორის.

ანომალია W-ბოზონის მასის გაზომვებში
ანომალია W-ბოზონის მასის გაზომვებში

ჟურნალ Science-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა CDF კოლაბორაციის მიერ W-ბოზონების მასის გაზომვების შედეგი, რომლებმაც აჩვენა გადახრა სტანდარტული მოდელის მონაცემებთან, რაც შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ახალი ფიზიკის მიმართულებით.

ელექტრომობილების დატენის სიჩქარის გაზრდა კვანტური ტექნოლოგიებით
ელექტრომობილების დატენის სიჩქარის გაზრდა კვანტური ტექნოლოგიებით

2021 წლის სტატიაში, რომელიც ახლახან დასაბეჭდად მიიღო ჟურნალმა Phys. Rev. Lett., სეულის უნივერსიტეტის და სამხრეთ კორეის საბაზისო მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარების ჯგუფმა აჩვენა, რომ მრავალუჯრედიან ბატერეებში კვანტური გადახლართულობის გამოყენებას შეუძლია დამუხტვის სისწრაფე გაზარდოს კვადრატულად, კლასიკური მიმდევრობით სქემასთან შედარებით. ამისთვის საჭიროა ე. წ. დატენის გლობალური პროტოკოლის გამოყენება, რომელიც ბატარეის ყველა უჯრედს ტენის ერთობლივად.

შეიძლება დადასტურდეს სამყაროში მატერიის მეხუთე, ინფორმაციული მდგომარეობის არსებობა
შეიძლება დადასტურდეს სამყაროში მატერიის მეხუთე, ინფორმაციული მდგომარეობის არსებობა

ჟურნალ AIP Advances 2022 წლის მარტი ნომერში გამოქვეყნდა პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევარის Melvin Vopson-ის ნაშრომი, სადაც შემოთავაზებული პროტოკოლი თუ როგორ შეიძლება ექსპერიმენტულად შემოწმდეს მისი იდეა, რომ ინფორმაციას აქვს მასა და რომ ყველა ელემენტარული ნაწილაკი ინახავს ინფორმაციას საკუთარ თავზე.

ჭიის ხვრელებით შესაძლოა შავი ხვრელების ინფორმაციული პარადოქსის გადაჭრა
ჭიის ხვრელებით შესაძლოა შავი ხვრელების ინფორმაციული პარადოქსის გადაჭრა

Journal of High Energy Physics 2021 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა იპოვა შავი ხვრელების ინფორმაციული პარადოქსის გადაჭრის ახალი მეთოდი. ჭია ხვრელების ამონახსნის გამოყენებით, რომელიც შეიძლება ერთმანეთთან აკავშირებდეს შავი ხვრელის შიდა და გარე არეებს, მათ აჩვენეს სისტემის სრული ენტროპიის განულების შესაძლებლობა.

დიდ ადრონულ კოლაიდერზე მეცნიერებმა X ნაწილაკი დააფიქსირეს
დიდ ადრონულ კოლაიდერზე მეცნიერებმა X ნაწილაკი დააფიქსირეს

ჟურნალ Physical Review Letters იანვრის ნომერში გამოქვეყნდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების სტატია, სადაც CERN-ის ამაჩქარებლის 2018 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ისინი გვამცნობენ კვარკ-გლუონურ პლაზმაში ე.წ. Х-ნაწილაკების დაფიქსირების შესახებ.

ახალი რეკორდი თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტულ რეაქტორში
ახალი რეკორდი თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტულ რეაქტორში

2021 წლის 30 დეკემბერს ჩინეთის თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტულმა რეაქტორმა EAST ახალი რეკორდი დაამყარა - მან 70 მილიონ °C-მდე გაცხელებული პლაზმა 17 წუთისა და 36 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

3D მაგნიტური ველების ჩაწერამ შესაძლოა გააუმჯობესოს ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები
3D მაგნიტური ველების ჩაწერამ შესაძლოა გააუმჯობესოს ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები

ჟურნალ Nature Materials იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადა მათ ელექტრონული ჰოლოგრაფიის და მიკრო-მაგნიტური სიმულაციების საშუალებით შეისწავლეს სამგანზომილებიანი მაგნიტური სტრუქტურები ტეტრაედრული ფორმის FeGe ნანონაწილაკებში. კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას სადიაგნოსტიკო აპარატურის და ინფორმაციის შესანახი მოწყობილობების გასაუმჯობესებლად.

მიტოვებული რაკეტა მთვარეს 9300 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა
მიტოვებული რაკეტა მთვარეს 9300 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა

2022 წლის 4 მარტს, თბილისის დროით 4:25 საათზე, მთვარის ბნელ მხარეს ჩამოვარდა მიტოვებული (სავარაუდოდ ჩინური) რაკეტის ნაწილი.