შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტეროიდი 16 Psyche
ასტეროიდი 16 Psyche

დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ კარგად შესწავლილი მეტალის ასტეროიდი 16 Psyche წარმოადგენდა პატარა პლანეტარულ ბირთვს, რომელიც მზის სისტემის ადრეულ დღეებში ვერ ჩამოყალიბდა პლანეტად. 2021 წლის 12 მაისს ჟურნალ The Planetary Science Journal გამოქვეყნებულ არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარების ხელმძღვანელობით შექმნილ ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ასტეროიდი შეიძლება არ იყოს ისეთი მკვრივი როგორიც აქამდე ეგონათ, ეს კი მისი წარმოშობის შედარებით განსხვავებულ ისტორიაზე მიგვანიშნებს.

ახალი კვლევის მიხედვით 16 Psyche-ს შემადგენლობაა: 82.5% მეტალი, 7% რკინის პიროქსენი და 10.5% ნახშირბადოვანი ქონდრიტი, რომელიც სავარაუდოდ სხვა ასტეროიდების ზემოქმედებით გაჩნდა. ასტრონომების შეფასებით ასტეროიდის ფორიანობა (სიღრუე) არის დაახლოებით 35%. ადრინდელი შეფასებებით კი ეს ასტეროიდი 95%-ით მეტალისგან შედგებოდა და ბევრად უფრო მკვრივი იყო. მაშინ, იმის ნაცვლად რომ 16 Psyche წარმოადგენდეს ადრეული პლანეტის ღია ბირთვს, შესაძლოა ის უფრო ახლოს იყოს გროვის (rubble pile) სტრუქტურასთან, ასტეროიდ Bennu-ს მსგავსად.

16 Psyche-ს შედგენილობის წინა შეფასებები გაკეთდა მის ზედაპირზე არეკლილი მზის სინათლის ანალიზით. ახალი კვლევისას კი მეცნიერებმა ლაბორატორიაში შექმნეს 16 Psyche-ს მსგავსი რეგოლიტი (ფხვიერი მტვრის მაგვარი მასალა) სხვადასხვა ნივთიერების შერევით, ისე, რომ მისგან არეკლილი სინათლის სპექტრი დამთხვეოდა ტელესკოპით დამზერილს. ასეთ ტექნიკას მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორია იყენებს.

აღსანიშნავია, რომ 16 Psyche შეფასებულია 1019 დოლარად. NASA გეგმავს 2022 წელს ხომალდის გაშვებას 16 Psyche-ს მიმართულებით, რომელმაც დანიშნულების ადგილს 2026 წელს უნდა მიაღწიოს.

წყარო:

https://phys.org/...tists.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.