მეზონები წარმოადგენენ ნაწილაკების ტიპს, რომლებიც შედგებიან კვარკი-ანტიკვარკი წყვილისაგან. ერთ-ერთი მათგანი, D0 მეზონი შედგება c (ჩარმი) კვარკისგან და u (ზემოთა) ანტი-კვარკისგან, ხოლო მისი ანტინაწილაკი, ანტი-D0, შეიცავს c ანტი-კვარკს და u კვარკს. 10 წელზე მეტია მეცნიერებმა იციან, რომ D0 მეზონები არიან ერთ-ერთი იმ ოთხი ტიპის ნაწილაკს შორის რომელსაც შეუძლია თავის ანტინაწილაკში ოსცილირება, ანუ შეუძლიათ იყვნენ შერეულ ნაწილაკ-ანტინაწილაკოვან მდგომარეობაში. დანარჩენი სამია ასეთი ნაწილაკია K0 მეზონი და B მეზონის ორი სახეობა. ნაწილაკის ანტი-ნაწილაკთან შერევა გვაძლევს ორი სხვადასხვა მასის - მსუბუქ და მძიმე D მეზონებს, რომლებსაც ეწოდებათ D1 და D2.
D0 მეზონები იბადებიან პროტონების დაჯახებებისას LHC-ზე და მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის გავლის შემდეგ იშლებიან სხვა ნაწილაკებად. სწორედ D0 მეზონების სხვადასხვა სუპერპოზიციის მიერ გავლილი განსხვავებული მანძილების გაზომვით მოახერხეს LHCb კოლაბორაციის ფიზიკოსებმა 5 სიგმაზე მეტი სტატისტიკური სანდოობით შეეფასებინათ ნაწილაკ-ანტინაწილაკის ოსცილაციების სიჩქარის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრი - D1 და D2 მდგომარეობების მასათა სხვაობა. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილაკების მასა მხოლოდ 10-38 გრამის რიგისაა.
ფიზიკოსები აგრძელებენ გაზომვებს, რომ D0 მეზონების დაშლებიდან მიიღონ მასათა სხვაობის პარამეტრის უფრო ზუსტი მნიშვნელობა, რათა გამოავლინონ ჯერ კიდევ უცნობი ნაწილაკების შესაძლო წვლილი D0 ოსცილაციებისას. ამან შესაძლებელია მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის ახსნაში.
წყარო:
http://www.sci-news.com/physics/charm-meson-antiparticle-mass-difference-09747.html