შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

36 გალაქტიკას შორის მოულოდნელი სინქრონიზაცია აღმოაჩინეს
36 გალაქტიკას შორის მოულოდნელი სინქრონიზაცია აღმოაჩინეს

ამჟამინდელი წარმოდგენებით, ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებული გალაქტიკები, ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის მხრივ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. თუმცა 2021 წლის 24 მაისს Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლიც ჩატარდა რატგერსის უნივერსიტეტის (ნიუ ჯერსი) მეცნიერების ხელმძღვანელობით, გვიჩვენებს, რომ ერთმანეთისგან მილიონობით სინათლის წლით დაშორებულ 36 ჯუჯა გალაქტიკაში, ვარსკვლავთწარმოქმნის სიჩქარემ 6 მილიარდი წლის წინ ერთდროულად იკლო, ხოლო 3 მილიარდი წლის წინ კი ერთდროულად დაიწყო ზრდა.

ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის შემცირება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გალაქტიკაში საჭირო მასალის (გაზების, რომლისგანაც ფორმირდება ვარსკვლავი) ამოწურვით. მისი ზრდა, კი რაღაც მოვლენით, რომელიც ძალიან დიდ მანძილებზე „მიაწვდიდა“ გალაქტიკებს მასალას ახალი ვარსკვლავებისთვის, მაგალითად ამ გალაქტიკების შეჯახების გამო უზარმაზარ გაზის ღრუბლებთან, ან რაიმე სხვა, ჩვენთვის უცნობი ფენომენით.

ჯერ კიდევ უცნობია რა გავლენას მოახდენს ეს აღმოჩენა ჩვენს ამჟამინდელ წარმოდგენაზე, რადგან არ ვიცით აიხსნება თუ არა გალაქტიკების ასეთი ქცევა უკვე არსებული თეორიებით.

წყარო:

https://www.scien...110241.htm

https://iopscience.iop.org/article/10.3847/1538-4357/abf3c2

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.