
ჟურნალ Physical Review Letters-ის 2022 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა პარიზის უნივერსიტეტის და CERN-ის თეორეტიკოსების სტატია, რომელშიც შემოთავაზებულია ნაწილაკების სტანდარტული მოდელის ორი პრობლემის (ჰიგსის ნაწილაკის მოსალოდნელზე ნაკლები მასა და ძლიერი ურთიერთქმედების ზუსტი CP სიმეტრია) ერთდროული გადაჭრა მრავალი სამყაროს კოსმოლოგიური მოდელის ფარგლებში.

2022 წლის 14 თებერვალს Nature Physics-მა გამოაქვეყნა საერთაშორისო კოლაბორაცია KATRIN-ის ელექტრონული ანტინეიტრინოს მასების გაზომვების მორიგი შედეგები. ნეიტრინოების მასაზე შეზღუდვების მისაღებად ამ ექსპერიმენტში იყენებენ ტრიტიუმის ბეტა-დაშლის დროს გამოსხივებული ელექტრონების ენერგიის განაწილებას. ნეიტრინოს მასის ახალი ზედა ზღვარი 0.8 eV, პირველად ჩამოცდა 1 eV მნიშვნელობას, ანუ დაუახლოვდა კოსმოლოგიურ მონაცემებს.

ჟურნალ Science-ს 2022 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც მოყვანილია გრავიტაციული დროის შენელებით გამოწვეული ატომების ტალღური პაკეტების ფაზურ წანაცვლების გაზომვის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ეს ფაზური წანაცვლებები ატომების მასების პროპორციულია, რაც ეთანხმება არონოვი-ბომის თეორიის წინასწარმეტყველებებს.

2021 წლის 25 დეკემბერს წარმატებული გაშვების შემდეგ, 2022 წლის 7 იანვარს საშტატო რეჟიმში შესრულდა James Webb კოსმოსური ტელესკოპის მთავარი სარკის გაშლაც. ამჟამად ტელესკოპი მიემართება საბოლოო განთავსების ადგილისკენ ლაგრანჟის L2 წერტილში, მთვარის ორბიტის მიღმა, რომელსაც დაახლოებით ერთ თვეში უნდა მიაღწიოს.

სამხრეთ ამერიკაში მდებარე Guiana Space Centre-ის კურუს კოსმოდრომზე დამთავრდა James Webb Space Telescope-ში საწვავით შევსების პროცედურები. 20 დეკემბერს დაგეგმილია ტელესკოპის გატანა ასაფრენ პლატფორმაზე, საიდანაც 25 დეკემბერს უნდა მოხდეს მისი კოსმოსში გაშვება ფრანგული რაკეტა მატარებლით Ariane 5.

ჟურნალ Communications Physics ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ვენის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ კვანტურ მექანიკაში საზღვარი დროის წინ და უკან სვლას შორის შესაძლოა ილუზორული იყოს.

7 ნოემბერს LIGO, Virgo და KAGRA კოლაბორაციებმა გამოაქვეყნეს განახლებული გრავიტაციული ტალღების კატალოგი, რომელიც ახლა შეიცავს ინფორმაციას 90 სიგნალზე, აქედან 35 დაფიქსირებული იქნა მე-3 დაკვირვებების სეზონის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2020 წლის 27 მარტს COVID-19 პანდემიის გამო.

The Astrophysical Journal-ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც ჩატარებულია 2003 წელს დაფიქსირებული ობიექტის რენტგენის გამოსხივების ხელახალი ანალიზი. მონაცემების თანახმად საქმე გვაქვს ძალიან იშვიათი შუალედური მასის შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის მოვლენასთან.

The Astrophysical Journal-მა დასაბეჭდად მიიღო ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც ავსტრალიური რადიოტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი უცნაური რადიო-სიგნალები, რომელთა წარმოშობაც ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

2021 წლის ივლისში ATLAS კოლაბორაციამ (CERN) გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მათ აღმოაჩინეს ახალი ზემძიმე ბოზონის არსებობის კვალი 13 TeV ენერგიებზე pp-დაჯახებების მოვლენებში (ორი b-მეზონის და ორი τ-ლეპტონის ჯეტებით), რაც შესაძლოა მიუთითებდეს ახალი ფიზიკის არსებობაზე ნაწილაკების სტანდარტული მოდელის მიღმა.