შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დედამიწაზე ყოველწლიურად 5,000 ტონაზე მეტი მტვერის ნაწილაკი ეცემა
დედამიწაზე ყოველწლიურად 5,000 ტონაზე მეტი მტვერის ნაწილაკი ეცემა

ჟურნალში Earth & Planetary Science Letters, 2021 წლის 15 აპრილს გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც ანტარქტიდაში შეგროვილი მასალის ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მიკრო-მეტეორიტების მასა წელიწადში 5,200 ტონას აღწევს.

ოპტიკო-მაგნიტო რეზონანსული გამოსახულებები ბრილიანტის ინდიკატორებით
ოპტიკო-მაგნიტო რეზონანსული გამოსახულებები ბრილიანტის ინდიკატორებით

ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, 2021 წლის 25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარები იხილავენ ტექნოლოგიას, თუ როგორ მივიღოთ ერთი და იგივე ობიექტის გამოსახულება, ნიმუშში შეყვანილი მიკროსკოპული ბრილიანტების ინდიკატორების გამოყენებით, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით და ოპტიკური ფლუორესცენციით.

ახალი მტკიცებულება, რომ ელექტრონი ორი ნაწილაკისგან შედგება
ახალი მტკიცებულება, რომ ელექტრონი ორი ნაწილაკისგან შედგება

2021 წლის 13 მაისს, ჟურნალ Nature Physics-ში გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერების სამწლიანი ექსპერიმენტის მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ მოდელს, რომ სპინურ სითხეებში ელექტრონები „იშლებიან ორ ნაწილაკად“, რომლებსაც გარემოში ცალ-ცალკე გადააქვთ ელექტრონის მუხტი და სპინი.

სატურნის გააჩნია დიფუზური ბირთვი და მისი ზომა პლანეტის ნახევარზე მეტია
სატურნის გააჩნია დიფუზური ბირთვი და მისი ზომა პლანეტის ნახევარზე მეტია

სამეცნიერო სტატიების არქივში arXiv.org, 2021 წლის 27 აპრილს გამოჩნდა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა სტატია, სადაც ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სატურნის ბირთვი ძირითადად ქვისა და ყინულის კომპაქტურ სტრუქტურას კი არ წარმოადგენს, არამედ შეიცავს დიდი რაოდენობით წყალბადს და ჰელიუმს და დაახლოებით 70,000 კილომეტრის ზომისაა, რაც დაახლოებით პლანეტის დიამეტრის 60 %-ს უდრის.

გამოქვეყნდა აინშტაინის აქამდე უცნობი წერილი ცხოველების მგრძნობელობის შესახებ
გამოქვეყნდა აინშტაინის აქამდე უცნობი წერილი ცხოველების მგრძნობელობის შესახებ

ჟურნალში Journal of Comparative Physiology, 2021 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა ალბერტ აინშტაინის აქამდე უცნობი წერილი, რომელშიც მეცნიერი განიხილავს ფუტკრებისა და ფრინველების განსაკუთრებულ უნარებს, რომელიც მათ ფრენისას ორიენტაციაში ეხმარება. წერილში აინშტაინი გამოთქვამს ვარაუდს მეცნიერებაში ახალი მიმართულების გაჩენის შესახებ, რომელიც ცხოველების სენსორიკის შესწავლაზე იქნება დამყარებული.

შეფასდა ანტიმატერიის ვარსკვლავების შესაძლო რიცხვი ჩვენ გალაქტიკაში
შეფასდა ანტიმატერიის ვარსკვლავების შესაძლო რიცხვი ჩვენ გალაქტიკაში

2021 წლის 20 აპრილს ჟურნალში Physical Review D გამოქვეყნდა ფრანგი ასტროფიზიკოსების სტატია, სადაც ისინი კოსმოსური გამა ტელესკოპის Fermi (NASA) მონაცემების საფუძველზე, აფასებენ ჩვენ გალაქტიკაში ანტიმატერიისგან შემდგარი ვარსკვლავების შესაძლო მაქსიმალურ რაოდენობას. გამოვლენილი იქნა ანტივარსკვლავების 14 კანდიდატი.

ნივთიერება, რომლის თვისებები ელექტრული ძაბვით იცვლება
ნივთიერება, რომლის თვისებები ელექტრული ძაბვით იცვლება

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა შეძლეს სპეციალურად მომზადებული გრაფინის ფირფიტაზე ლოკალურად ძაბვის მოდებით მიეღოთ არეები ზეგამტარის და იზოლატორის თვისებებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიდაიგივე გრაფინის ზედაპირის სხვადასხვა ნაწილს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ფიზიკური თვისებები. მათი შრომა 2021 წლის 3 მაისს გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Nanotechnology.

აქტიური რეზონატორული სოლიტონები: ულტრა-სტაბილური, მაღალი სიმძლავრის ოპტიკური იმპულსები სინათლის ტალღების გასაზომად
აქტიური რეზონატორული სოლიტონები: ულტრა-სტაბილური, მაღალი სიმძლავრის ოპტიკური იმპულსები სინათლის ტალღების გასაზომად

ჟურნალში Nature Photonics, 2021 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა ბრიუსელის პოლიტექნიკური სკოლის მკვლევარების სტატია ოპტიკურ რეზონატორში ლაზერის სხივების ჩატუმბვით ახალი ტიპის სოლიტონების გენერირების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა მიღებული იქნას მაღალი სიმძლავრის ულტრა-სტაბილური პულსების მესერი.

ჩერნობილის კატასტროფის გენეტიკური ეფექტები
ჩერნობილის კატასტროფის გენეტიკური ეფექტები

ჟურნალმა Science, 2021 წლის 22 აპრილს, ჩერნობილის კატასტროფის 35 წლისთავთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მედიკოსების ორი შრომა, რომლებიც აფეთქების პოტენციურ გენეტიკურ ეფექტებს ეხებოდა. ერთი კვლევა არ ადასტურებს გენეტიკური ცვლილებების მშობლებიდან შვილზე გადაცემას, თუმცა მეორე კვლევისას გამოვლინდა აფეთქების შედეგად დასხივებულთა შთამომავლებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა.

შეიქმნა ახალი ტიპის,რამდენიმე ატომის სისქის მქონე ნახევარგამტარი
შეიქმნა ახალი ტიპის,რამდენიმე ატომის სისქის მქონე ნახევარგამტარი

ჟურნალმა Advanced Materials, 2021 წლის 5 მაისს გამოაქვეყნა გერმანელი მეცნიერების სტატია რამდენიმე ატომის სისქის ინოვაციური თვისებების მქონე ნახევარგამტარული მასალის შექმნის შესახებ, რომელიც 2D და 1D განზომილების სტრუქტურების შერწყმით იქნა მიღებული.