2021 წლის 9 ივნისს ჟურნალმა Nature გამოაქვეყნა სტატია სადაც მოთხრობილია, რომ ქვინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) მეცნიერებმა შექმნეს კვანტური მიკროსკოპი, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ბიოლოგიური სტრუქტურები, რომელთა დანახვა აქამდე შეუძლებელი იყო.
ახალი ტიპის მიკროსკოპი იყენებს კვანტური გადახლართულობის ეფექტს და მუშაობს აქამდე არსებულ ანალოგებზე უკეთ. "ეს მიღწევა გადატრიალებას მოახდენს ყველა სახის ახალ ტექნოლოგიაში - უკეთესი სანავიგაციო სისტემების შექმნით დაწყებული, MRI-ს აპარატებით დამთავრებული." - ამბობს კვლევების ხელმძღვანელი Warwick Bowen (ქვინსლენდის უნივერსიტეტი).
კვანტური მიკროსკოპიის ყველაზე დიდი მიღწევაა მისი შესაძლებლობა, რომ გადალახოს ტრადიციულ სინათლეზე დაფუძნებულ მიკროსკოპიის ერთ-ერთი პრინციპული შეზღუდვა.
”საუკეთესო სინათლის მიკროსკოპებში გამოიყენება ძლიერი ლაზერები, რომლებსაც მზეზე მილიარდჯერ დიდი ნათობა გააჩნიათ. ასეთი დასხივებისას ადამიანის უჯრედის მსგავს მყიფე ბიოლოგიურ სისტემებს მხოლოდ მოკლე დროში შეუძლიათ გადარჩენა და ეს არის მთავარი პრობლემა.
ჩვენ მიკროსკოპში კვანტური გადახლართვა უზრუნველყოფს 35%-ით მეტ გარჩევადობას უჯრედის განადგურების გარეშე, რაც საშუალებას იძლევა დავათვალიეროთ მცირე ბიოლოგიური სტრუქტურები, რომლებიც სხვაგვარად უხილავი იქნებოდა. დადებითი მხარეები აშკარაა - დაწყებული ცოცხალი სისტემის უკეთ გააზრებით, დამთავრებული დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებით.“ - ამატებს Warwick Bowen.
კვანტურად გაძლიერებული არაწრფივი მიკროსკოპიის გამოყენება გზას უხსნის ახალ იდეებს ბიოტექნოლოგიაში და შეიძლება ბევრად გასცდეს ამ სფეროებს, დაწყებული ნავიგაციიდან დამთავრებული მედიცინით.
წყარო: