NASA ვენერაზე ბრუნდება პირველად 1978 წლის შემდეგ. 2021 წლის 29 მაისს NASA-ს ახალმა ადმინისტრატორმა Bill Nelson-მა განაცხადა, რომ მზიდან მეორე პლანეტის, ვენერას ატმოსფეროს და გეოლოგიის შესწავლის მიზნით იგეგმება ორი ახალი სატელიტის გაგზავნა. ამ მისიების სრული საფასური ერთ მილიარდ დოლარს მიაღწევს.
„ეს ორი ტყუპი მისია მიმართული იქნება იმის გასაგებად თუ როგორ გადაიქცა ვენერა „ჯოჯოხეთურ“ პლანეტად, რომლის ზედაპირზე ტყვიაც კი დნება.“ - ამბობს Bill Nelson.
პირველი ხომალდი DaVinci Plus გაანალიზებს ვენერას სქელ ატმოსფეროს და შეეცდება გაარკვიოს იყო თუ არა ოდესმე პლანეტაზე ოკეანეები და სიცოცხლე. ეს მცირე ზომის ზონდი შევა ატმოსფეროში აირების გაზომვის მიზნით.
მეორე ხომალდი Veritas-ის მისიაა გეოლოგიურ ისტორიას შესწავლა და ვენერას კლდოვანი ზედაპირის რუკაზე ასახვაა.
„გასაოცარია თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ პლანეტის შესახებ. ახალი მისიები განსხვავებულად დაგვანახებენ ვენერას ატმოსფეროს, რომელიც თითქმის ბირთვამდე ნახშირორჟანგისგან შედგება.“ ამბობს NASA-ს მეცნიერი Tom Wagner.
მისიების დაწყების სავარაუდო თარიღებია 2028-2030.
https://apnews.com/article/venus-business-science-c1ce0bf6f9de6c8690e8745c7b9f7117