შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დედამიწის რადიაციულ სარტყელის რადიო ტალღებით გამოწვეული ელექტრონების ნაკადი
დედამიწის რადიაციულ სარტყელის რადიო ტალღებით გამოწვეული ელექტრონების ნაკადი

2021 წლის 18 აპრილს ჟურნალში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა ოტაგოს უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) მეცნიერების სტატია, სადაც განხილულია დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედებები დედამიწის რადიაციულ სარტყელში წარმოშობილ რადიო ტალღებთან (EMIC).

სტატიის წამყვანი ავტორი Aaron Hendry ამბობს: მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ როგორია ამ ტალღების გავლენა კლიმატზე და რადიაციულ სარტყლებზე, რომელშიც ძვირადღირებული სატელიტები მოძრაობენ.

„ისევე როგორც დედამიწის ატმოსფეროს, დედამიწის მაგნიტოსფეროსაც (რეგიონი დედამიწის გარშემო სადაც საკუთარი მაგნიტური ველი მზის მაგნიტურ ველზე ძლიერია) გააჩნია ძლიერ „გრიგალური“, ან მაღალი აქტივობის პერიოდები. „გრიგალს“ შეუძლია ნაწილაკების რაოდენობის შეცვლა რადიაციულ სარტყელში და მათი ისე აჩქარება, რომ მათ ხიფათი შეუქმნან სატელიტებს. დამუხტული ნაწილაკების რაოდენობისა და მათი სიჩქარეების ცოდა კი მნიშვნელოვანია სატელიტების გამართული მუშაობისთვის.“

რადიაციულ სარტყლებში გრიგალურმა აქტივობამ ნაწილაკის ორბიტის შეცვლასაც შეუძლია შეუწყოს ხელი. თუ ნაწილაკი შემოვა ატმოსფეროს ზედა ფენებში, მაშინ ის გაიბნევა, დაკარგავს ენერგიას და ჩამოვა ორბიტიდან. 

"როგორც ცნობილია, EMIC რადიო-ტალღებს შეუძლიათ რადიაციული სარტყლებიდან ნაწილაკების გამოდევნა. გარდა იმისა, რომ ნაწილაკების ეს წვიმა გვაძლევს პოლარულ ციალებს, მან შეიძლება მოგვცეს რთული ქიმიური ცვლილებები ატმოსფეროს ზედა ფენებში, რაც თავის მხრივ იწვევს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებებს ოზონის ფენაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მცირეა, მათი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ როგორ მუშაობს ატმოსფეროს ქიმია, როგორ იცვლება ის დროთა განმავლობაში და რა გავლენას ახდენს იგი კლიმატზე.” - ამბობს Aaron Hendry.

მკვლევარებმა გამოიყენეს GPS თანამგზავრების მონაცემები იმის დასადგენად, თუ რამდენ ელექტრონს მიმართავენ დედამიწის ატმოსფეროსკენ EMIC ტალღები.

რადიაციული სარტყელის ზოგადი წესია, რომ რაც ნაკლებია სიჩქარე, მით მეტი ელექტრონი შემოდის ატმოსფეროში. ასე რომ, თუ EMIC ტალღის ურთიერთქმედების მინიმალური სიჩქარე შემცირებულია, მეტი ელექტრონი ურთიერთქმედებს ტალღებთან.

სატელიტების მონაცემების გათვალისწინებით, თუ რამდენი ელექტრონია რადიაციულ სარტყელში და რამდენად სწრაფად მოძრაობენ ისინი, მკვლევარებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ელექტრონების რაოდენობა რადიაციული სარტყელში მნიშვნელოვნად ეცემა, როდესაც იქ EMIC ტალღები ჩნდებიან.

”ამან აჩვენა, რომ უნდა გავითვალისწინოთ ეს EMIC ტალღები, რომ ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორ შეიცვლება რადიაციული სარტყლები დროთა განმავლობაში და როგორ მოქმედებს ეს ცვლილებები დედამიწის კლიმატზე. EMIC ელექტრონების გავლენა ატმოსფერულ ქიმიაზე ამჟამად არ არის გათვალისწინებული ძირითად კლიმატურ მოდელებში, რომლებიც ცდილობენ პროგნოზირებას თუ როგორ შეიცვლება დედამიწის კლიმატი დროთა განმავლობაში.

EMIC ტალღების ზეგავლენა კლიმატზე ანტროპოგენურთან შედარებით ბევრად მცირეა, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ მთლიან სურათს.” - ამბობს Aaron Hendry.

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2021/05/210526093111.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.