შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი ზემძიმე ბოზონის შესაძლო არსებობაზე ისევ ალაპარაკდნენ
ახალი ზემძიმე ბოზონის შესაძლო არსებობაზე ისევ ალაპარაკდნენ

2015 წლის დეკემბერში CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიღებულ ორ ფოტონად დაშლების მონაცემებში ნაპოვნი იქნა ანომალია, რომელიც ახალი მძიმე ბოზონის ან რეზონანსის არსებობაზე მიუთითებდა, რომლის დაშლაც წარმოქმნიდა წყვილ ფოტონებს საერთო ენერგიით 750 GeV. შედარებისთვის, ჰიგსის ბოზონის მასა არის 126 GeV, ხოლო ყველაზე მძიმე t-კვარკის მასაა 173 GeV, რაც ოთხჯერ ნაკლებია იმ ჰიპოთეტური ნაწილაკების მასაზე, რომელმაც წარმოქმნა ფოტონები. თუმცა ანომალია ნაკლები იყო ხუთ სტანდარტულ გადახრაზე (σ-ზე), რაც აუცილებელია ნაწილაკების ფიზიკაში აღმოჩენის დადასტურებისთვის. 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ამ ანომალიისადმი ინტერესი დაეცა, რადგან გაზრდილი სტატისტიკის გათვალისწინებით ეფექტის შესაბამისი პიკი შემცირდა, რამაც მეცნიერები დაარწმუნა, რომ ორ-ფოტონოვანი დაშლების სიჭარბე იყო სტატისტიკური შეცდომა. თუმცა 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის აგვისტოს შორის 8-თვიან ინტერვალში ორ-ფოტონოვანმა ანომალიამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ინტერესი სამეცნიერო საზოგადოებაში, მათ შორის აღსანიშნავია ახალ ჰიპოთეტურ ნაწილაკისადმი მიძღვნილი დაახლოებით 500 თეორიული კვლევა.

შესაძლოა აჟიოტაჟი ზემძიმე ბოზონის არსებობასთან დაკავშირებით ისევ განახლდეს, რადგან ATLAS კოლაბორაციამ ახლახან განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი ზემძიმე ბოზონის არსებობის კვალი 13 TeV ენერგიებზე pp-დაჯახებებში ჰიგსის ბოზონების წყვილების გაჩენის (მოვლენები ორი b-მეზონის და ორი τ-ლეპტონის ჯეტებით) ძიებისას.

მრავალი თეორია, ნაწილაკების სტანდარტული მოდელის მიღმა, ვარაუდობს ზემძიმე ნაწილაკების არსებობას, რომელთაც შეუძლიათ დაიშალონ ჰიგსის ბოზონების წყვილად. ეს როლი შეიძლება შეასრულოს როგორც ჰიგსის ბოზონის მძიმე ანალოგებმა, ასევე სხვა ბოზონებმა. თუმცა, ბოლო დრომდე, მეცნიერებმა ვერ იპოვნეს რაიმე მტკიცებულება მათი არსებობის შესახებ. ნეირონული ქსელის ალგორითმების გამოყენებით, ფიზიკოსები ეძებდნენ ნაწილაკების დაშლებს, რომლებშიც მონაწილეობენ ჰიგსის ბოზონის წყვილები, τ-ლეპტონები და მძიმე კვარკები. ნაწილაკების სტანდარტული მოდელის ზოგიერთი მოდიფიკაცია ვარაუდობს, რომ ასეთ პროცესებში შეიძლება ჩნდებიან ჰიგსის ბოზონის მძიმე ანალოგები და სხვა უცნობი ნაწილაკები, რომლებიც არ ჯდებიან თანამედროვე წარმოდგენებში.

ATLAS და CMS კოლაბორაციების ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ დაშლები ჰიგსის ბოზონების წყვილებით თითქმის ხუთჯერ აჭარბებდა სტანდარტული მოდელის წინასწარმეტყველებებს. ATLAS კოლაბორაციის ახალი ნაშრომის ავტორები ამას მიაწერენ ჯერ კიდევ უცნობი ზემძიმე ნაწილაკის დაშლას, რომელიც დაახლოებით რვაჯერ უფრო მძიმეა ვიდრე უკვე აღმოჩენილი ჰიგსის ბოზონი.

ჯერჯერობით, ეს არ არის აბსოლუტური მტკიცებულება ზემძიმე ბოზონის არსებობის შესახებ, არამედ მხოლოდ მინიშნებებია, რადგან მონაცემების სტატისტიკური სანდოობა არის დაახლოებით 3σ. ამიტომ ფიზიკოსები გეგმავენ მეტი მონაცემების დაგროვებას გრძელვადიანი დასკვნების გამოტანის მიზნით.

წყარო:

https://cds.cern.ch/record/2777236?ln=en

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.