2021 წლის 30 დეკემბერს ჩინეთის თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტულმა რეაქტორმა EAST ახალი რეკორდი დაამყარა - მან 70 მილიონ °C-მდე გაცხელებული პლაზმა 17 წუთისა და 36 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.
ჟურნალ Nature Materials იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადა მათ ელექტრონული ჰოლოგრაფიის და მიკრო-მაგნიტური სიმულაციების საშუალებით შეისწავლეს სამგანზომილებიანი მაგნიტური სტრუქტურები ტეტრაედრული ფორმის FeGe ნანონაწილაკებში. კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას სადიაგნოსტიკო აპარატურის და ინფორმაციის შესანახი მოწყობილობების გასაუმჯობესებლად.
2022 წლის 4 მარტს, თბილისის დროით 4:25 საათზე, მთვარის ბნელ მხარეს ჩამოვარდა მიტოვებული (სავარაუდოდ ჩინური) რაკეტის ნაწილი.
ჟურნალ Physical Review Letters-ის 2022 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა პარიზის უნივერსიტეტის და CERN-ის თეორეტიკოსების სტატია, რომელშიც შემოთავაზებულია ნაწილაკების სტანდარტული მოდელის ორი პრობლემის (ჰიგსის ნაწილაკის მოსალოდნელზე ნაკლები მასა და ძლიერი ურთიერთქმედების ზუსტი CP სიმეტრია) ერთდროული გადაჭრა მრავალი სამყაროს კოსმოლოგიური მოდელის ფარგლებში.
2022 წლის 14 თებერვალს Nature Physics-მა გამოაქვეყნა საერთაშორისო კოლაბორაცია KATRIN-ის ელექტრონული ანტინეიტრინოს მასების გაზომვების მორიგი შედეგები. ნეიტრინოების მასაზე შეზღუდვების მისაღებად ამ ექსპერიმენტში იყენებენ ტრიტიუმის ბეტა-დაშლის დროს გამოსხივებული ელექტრონების ენერგიის განაწილებას. ნეიტრინოს მასის ახალი ზედა ზღვარი 0.8 eV, პირველად ჩამოცდა 1 eV მნიშვნელობას, ანუ დაუახლოვდა კოსმოლოგიურ მონაცემებს.
ჟურნალ Science-ს 2022 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც მოყვანილია გრავიტაციული დროის შენელებით გამოწვეული ატომების ტალღური პაკეტების ფაზურ წანაცვლების გაზომვის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ეს ფაზური წანაცვლებები ატომების მასების პროპორციულია, რაც ეთანხმება არონოვი-ბომის თეორიის წინასწარმეტყველებებს.
2021 წლის 25 დეკემბერს წარმატებული გაშვების შემდეგ, 2022 წლის 7 იანვარს საშტატო რეჟიმში შესრულდა James Webb კოსმოსური ტელესკოპის მთავარი სარკის გაშლაც. ამჟამად ტელესკოპი მიემართება საბოლოო განთავსების ადგილისკენ ლაგრანჟის L2 წერტილში, მთვარის ორბიტის მიღმა, რომელსაც დაახლოებით ერთ თვეში უნდა მიაღწიოს.
სამხრეთ ამერიკაში მდებარე Guiana Space Centre-ის კურუს კოსმოდრომზე დამთავრდა James Webb Space Telescope-ში საწვავით შევსების პროცედურები. 20 დეკემბერს დაგეგმილია ტელესკოპის გატანა ასაფრენ პლატფორმაზე, საიდანაც 25 დეკემბერს უნდა მოხდეს მისი კოსმოსში გაშვება ფრანგული რაკეტა მატარებლით Ariane 5.
ჟურნალ Communications Physics ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ვენის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ კვანტურ მექანიკაში საზღვარი დროის წინ და უკან სვლას შორის შესაძლოა ილუზორული იყოს.