
6 მარტს ჟურნალში Physics Letters B გამოქვეყნდა ბრიტანელი და ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსების სტატია, სადაც შემოთავაზებულია ახალი იდეა თუ როგორ გადაიჭრას ჰოკინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარადოქსი შავი ხვრელების მიერ ინფორმაციის წაშლის შესახებ. მათი კვლევის თანახმად, ინფორმაცია შავ ხვრელში მოხვედრილი მატერიის შესახებ შეიძლება იმალებოდეს შავი ხვრელების ირგვლივ არსებულ გამოსხივებაში (რომელიც ცნობილია როგორც "კვანტური თმა") და პრინციპში შეიძლება წაკითხული იქნას.

2022 წლის სექტემბერის ნომერში, ჟურნალმა Nature Communications გამოაქვეყნა იაპინელი მეცნიერების სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მათ შეძლეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ორი შორეული სილიკონის სპინ-კუბიტი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კვანტური კომპიუტერების განვითარების გზაზე.

2023 წლის 24 მარტს, მორიონის 57-ე კონფერენციაზე, ATLAS და CMS კოლაბორაციებმა დაადასტურეს CERN-ში განთავსებულ დიდ ადრონული კოლაიდერზე ოთხი ტოპ კვარკის ერთდროული დაბადების იშვიათი მოვლენის დამზერა.

LHCb კოლაბორაციამ გამოაქვეყნეს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიღებული ლეპტონური უნივერსალურობის პრინციპის მონაცემთა დამუშავების ახალი ეტაპის შედეგები. მეცნიერებმა გაზარდეს მონაცემთა მოცულობა, გამოასწორეს დამუშავების შეცდომები და განაცხადეს, რომ გაქრა ნაწილაკების სტანდარტული მოდელიდან სამ სიგმაზე მეტი გადახრა, რომელიც მათ კვლევების წინა ეტაპზე აღმოაჩინეს.

13 დეკემბერს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადეს, რომ ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში 5 დეკემბერს ჩატარებული ექსპერიმენტისას გადაილახა თერმობირთვული ენერგეტიკის დიდი ხნის ნანატრი ეტაპი - პირველად შერწყმის რეაქციამ უფრო მეტი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე მის განსახორციელებლად იყო დახარჯული. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომავალში მსგავსი პრინციპით მიღებული ენერგია ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და ენერგიის სხვა წყაროებს. თუმცა ენერგიის ზრდა ჯერჯერობით მიღწეულია მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში. ექსპერტების აზრით, თერმობირთვულ საწვავზე მომუშავე რეალური რეაქტორის შექმნამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

ორშაბათს, 5 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში გაიმართა მსოფლიოში უდიდესი რადიო-ობსერვატორიის, Square Kilometer Array-ს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონიები.

4 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ 2022 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭათ ალენ ასპეს (საფრანგეთი), ჯონ კლაუზერს (აშშ) და ანტონ ცეილინგერს (ავსტრია) გადახლართული ფოტონების ექსპერიმენტებისთვის (რომლებშიც გამოვლინდა ბელის უტოლობების დარღვევა) და კვანტური ინფორმატიკის განვითარებისთვის.

კოსმოსური ტელესკოპის James Webb გუნდმა გამოაქვეყნა ნეპტუნის, მისი ზოგიერთი თანამგზავრისა და რგოლების სისტემის პირველი გამოსახულება. სურათზე ასევე მოხვდნენ შორეული გალაქტიკები და ირმის ნახტომის ვარსკვლავები.

11 ივლისს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა James Webb კოსმოსური ინფრაწითელი ობსერვატორიის მიერ გადაღებული პირველი სრულფასოვანი სამეცნიერო სურათი. ბრიფინგი გადაიცემოდა Youtube-ზე. სურათზე ჩანს გალაქტიკების გროვა SMACS 0723, რომელიც წარმოადგენს შორეული გალაქტიკების მიერ სინათლის გრავიტაციული ლინზირების მაგალითს. ტელესკოპის პირველი დაკვირვებების დარჩენილი პროფესიონალური სურათები პირდაპირ ეთერში წარმოდგენილი იქნება 12 ივლისს, თბილისის დროით დაახლოებით 18:30 საათზე.

2022 წლის 21 მარტს, ჟურნალ Nature Communications გამოქვეყნებულ სტატიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ნილს ბორის ინსტიტუტის მკვლევარები გვთავაზობენ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია მკვეთრად გაზარდო კვანტური მემბრანის კოჰერენტულობის დრო. ასი მილი-წამის კოჰერენტულობის დროის მქონე კვანტურ-მექანიკური სისტემები შეიძლება გამოყენებული იქნან კვანტურ კომპიუტერებში ინფორმაციის შესანახად და ქსელებში მისი შემდგომი განაწილებისთვის.