შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

James Webb-ის პირველი სურათი გამოქვეყნდა
James Webb-ის პირველი სურათი გამოქვეყნდა

დღეიდან James Webb გახდა NASA-ს ახალი ფლაგმანი ობსერვატორია, რომელიც შეისწავლის სამყაროს მრავალფეროვან ობიექტს ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში. იგი გააგრძელებს წინა თაობის კოსმოსური ობსერვატორიების Hubble და Spitzer დაკვირვების პროგრამებს. James Webb კოსმოსში გავიდა გასული წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში მიაღწია სამუშაო ორბიტას მზე-დედამიწის სისტემის მეორე ლაგრანგის წერტილის გარშემო. შემდეგ დაიწყო ხუთთვიანი ექსპლუატაციის ფაზა, რომლის დროსაც James Webb-მა ჯერ ჩაატარა ოპტიკური სისტემის მრავალსაფეხურიანი კორექტირება, შეასწორა პირველადი და მეორადი სარკეების სეგმენტების პოზიციები, შემდეგ კი დააკალიბრა და შეამოწმა სამეცნიერო ინსტრუმენტები.

პირველი სურათი გადაღებულია ახლო ინფრაწითელი კამერით (NIRCam), სამხრეთის ცის მფრინავი თევზების (Volans) თანავარსკვლავედის მიმართულებით. ეს არის კომპოზიცია, რომელიც შედგება სხვადასხვა ტალღის სიგრძის სურათებისგან და გვიჩვენებს გრავიტაციული ლინზირების მაგალითს, როდესაც SMACS 0723 გალაქტიკურ გროვაში მყოფი ფარული მატერია, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 4.6 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული, ამახინჯებს უფრო შორეული გალაქტიკების გამოსახულებებს. სურათის კაშკაშა ვარსკვლავები კი ირმის ნახტომს ეკუთვნის. ამ ვარსკვლავების ექვსი მკვეთრი ქიმი James Webb-ის სარკის თვრამეტი ექვსკუთხა სეგმენტის დამახასიათებელი „ხელწერაა“. სარკის ეს 18 სეგმენტი ერთობლივად მუშაობენ, როგორც ერთი მთლიანი, ექვსნახევარი მეტრი დიამეტრის, მთავარი სარკე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორი ცალკეული რკალი, რომლებიც კაშკაშა ქიმებიანი ვარსკვლავის გვერდზე ჩანს, ერთი და იგივე შორეული გალაქტიკის ორი გამოსახულებაა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 9.5 მილიარდი წლითაა დაშორებული. ლინზირების შედეგად, სურათზე ასევე ჩანს უკიდურესად შორეული და ულტრა მკრთალი ობიექტებიც. რაც მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევთ შეისწავლონ ძალიან შორეული ვარსკვლავური სისტემები, რომლებიც არსებობდნენ ადრეულ სამყაროში. ამ სურათის მთლიანი ექსპოზიციის დრო იყო 12.5 საათი. შედარებისთვის, იგვე გარჩევადობის სურათის მისაღებად Hubble-ს კვირები დასჭირდებოდა. სრული ზომის გამოსახულება შეგიძლიათ ნახოთ ტელესკოპის ვებგვერდზე

James Webb-ის დაკვირვებების პირველი სერიის დარჩენილი პროფესიონალური სურათები პირდაპირ ეთერში 12 ივლისს, თბილისის დროით დაახლოებით 18:30 საათზე იქნება წარმოდგენილი. ობიექტების სიაში: სტეფან კვინტეტი და ეგზოპლანეტა, თეთრი ჯუჯა პლანეტარული ნისლეული და კარინას ნისლეული.

წყარო:

https://www.nasa.gov/image-feature/goddard/2022/nasa-s-webb-delivers-deepest-infrared-image-of-universe-yet

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.