შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

აღმოაჩინეს რეკორდული მეგამაზერი ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე
აღმოაჩინეს რეკორდული მეგამაზერი ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე

სიტყვა მაზერი არის აკრონიმი - "მიკროტალღური გაძლიერება სტიმულირებული გამოსხივებით", ესაა ლაზერების 'წინამორბედები', რომელიც მოქმედებენ ოპტიკური ტალღების დიაპაზონში. მაზერის წარმოსაქმნელად საჭიროა სისტემის ბევრი ატომი ერთდროულად იყოს მაღალ ენერგეტიკულ დონეზე. ასეთ სისტემაში, გარე ზემოქმედებით გამოწვეული სტიმულირებული ემისიის შედეგად უფრო მეტი ფოტონი წარმოიქმნება, ვიდრე შთაინთქმება. სტიმულირებული ემისია შეიძლება მიღწეული იქნას სხვადასხვა ტიპის გარემოში, შესაბამისად არსებობს მაზერების მრავალი ნაირსახეობა, მათ შორის გაზური და თხევადი.

მაზერის მსგავსი სტიმულირებული ემისია შეინიშნება ვარსკვლავთშორისი სივრცეშიც არსებული ისეთი მოლეკულებიდან, როგორიცაა წყალი (H2O), ჰიდროქსილის რადიკალები (OH), მეთანოლი (CH3OH), ფორმალდეჰიდი (HCHO) და სილიციუმის მონოქსიდი (SiO). მაგალითად, დაიკვირვება ვარსკვლავთ-წარმომქმნელ რეგიონებიდან წყლის მოლეკულების გამოსხივება დაახლოებით 22 გჰც სიხშირეზე, რაც ქმნის ყველაზე კაშკაშა სპექტრულ ხაზს რადიო დიაპაზონში. უკიდურესად ძლიერი მაზერები, რომლებიც დაკავშირებულია აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებთან, ცნობილია როგორც მეგამაზერები და მილიონჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ვარსკვლავური მაზერები.

2022 წლის 20 მაისს ჟურნალმა Astrophysical Journal Letters გამოქვეყნებულ სტატია, მეცნიერები გვაუწყებენ, რომ მათ მოახერხეს ყველაზე შორეული მეგამაზერის აღმოჩენა. მეცნიერების აზრით, კოსმოსური მეგამაზერების ფორმირება უკავშირდება გალაქტიკების შეჯახებებს. 

„როდესაც ორი გალაქტიკა, როგორიცაა ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა, ერთმანეთს ეჯახება, წარმოიქმნება მძლავრი სინათლის სხივები, რომელთა დანახვა შესაძლებელია კოსმოლოგიურ დისტანციებზე. OH (ჰიდროქსილის) მეგამაზერები მოქმედებენ როგორც კაშკაშა შუქურები, რომლებიც გვეუბნებიან: აქ მოხდა გალაქტიკების შეჯახება, რომელიც ქმნის ახალ ვარსკვლავებს და კვებავს მასიურ შავ ხვრელებს“ - ამბობს დასავლეთ კეიპის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკა) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი Jeremy Darling (კოლორადოს უნივერსიტეტი).

კვლევები ეყრდნობა MeerKAT რადიოტელესკოპების სისტემის (სამხრეთ აფრიკა) მონაცემებს, რომელიც შედგება 64 მიმღები ანტენისაგან. ამ რადიო-ობსერვატორიამ წამოიწყო სამყაროში წყალბადის სიგნალების ძიების ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დააკვირდნენ 5 მილიარდ წელზე ნაკლები ასაკის სამყაროს. 

მაზერების გამოსხივება, რასაც ზოგჯერ კოსმოსურ ვუვუზელებს უწოდებენ, არჩეულია ადრეული სამყაროს კვლევებისთვის. პროექტს უწოდეს Laduma, რაც ზულუსების ენაზე ნიშნავს "ჭექა-ქუხილს" და რომელსაც სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთის გულშემატკივრები ყვირიან გოლების აღსანიშნავად. ვუვუზელა განსაკუთრებით პოპულარული იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში.

Laduma არის ახალი, 3,000 საათზე გაწერილი პროექტი, შორეულ სამყაროებში წყალბადის სიგნალების მოძიებისთვის - მაგრამ აღმოჩენებისთვის მეცნიერებს არ დასჭირდათ ამდენი ხანი ლოდინი.

"შთამბეჭდავია, რომ მხოლოდ ერთი ღამის დაკვირვებით, ჩვენ უკვე ვიპოვეთ რეკორდული მეგამაზერი. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგია ტელესკოპი." - ამბობს კვლევების ხელმძღვანელი Marcin Glowacki (კურტინის უნივერსიტეტი, ავსტრალია).

მეცნიერებმა სტუდენტის წინადადებით მეგამაზერს Nkalakatha უწოდეს, რაც ზულუსების ენაზე ნიშნავს "დიდ ბოსს". Nkalakatha არ იქნება ერთადერთი მეგამაზერი, რომელიც კვლევით პროექტს შეუძლია დაამატოს კოსმიურ რუკაზე.

"MeerKAT ალბათ გააორმაგებს ამ იშვიათი ფენომენების ცნობილ რაოდენობას. ითვლება, რომ წარსულში გალაქტიკები უფრო ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს და ახლად აღმოჩენილი OH მეგამაზერები მოგვცემს საშუალებას შევამოწმოთ ეს ჰიპოთეზა."- ამატებს Jeremy Darling.

წყარო:

https://www.space.com/most-distant-megamaser-detection-colliding-galaxies

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.