შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ქარიშხლები მარსზე
ქარიშხლები მარსზე

პროცესები, რომლებიც იწვევენ მარსზე ქვიშის მოძრაობას და მტვრის ქარიშხლების წარმოქმნას ჯერჯერობით ცუდადაა შესწავლილი. მარსზე შესაბამისი აპარატურის სიმცირის პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს NASA-ს მარსმავალ Perseverance-ზე განთავსებული სენსორები, რომლებიც ამჟამად აფიქსირებენ მტვრის ქარიშხლებს Jezero კრატერში. 2022 წლის 25 მაისს ჟურნალმა Scince Advances გამოაქვეყნა პლანეტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომელიც ეძღვნება ამ კრატერში წარმოშობილი ქარების თვისებებს. კვლევაში გაანალიზებულია Perseverance-ს წითელ პლანეტაზე ფუნქციონირების პირველი 216 მარსული დღის მონაცემები. ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა ოთხი კონვექციური გრიგალი, რომლებიც იწვევდნენ მტვრის ატმოსფეროში ატანას. საშუალოდ, ყოველდღიურად ფიქსირდებოდა ოთხი გრიგალი, რომელთა 25%-ზე მეტი იყო მნიშვნელოვნად მტვრიანი (ე. წ. მტვრის ეშმაკები). უფრო იშვიათად, მტვრის ატმოსფეროში ატანა ხდებოდა დღისით, კრატერზე გარდამავალი კონვექციური (არა-გრიგალური) ქარების მიერ. ერთ-ერთმა ასეთმა მოვლენამ მოიცვა 10-ჯერ მეტი ფართობი, ვიდრე ყველაზე დიდმა მტვრის ეშმაკმა. ეს იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობა, რომ მტვრის ეშმაკებს და კოვექციურ ქარებს შეუძლიათ თანაბარი რაოდენობის მტვერის ატანა მარსის ატმოსფეროში, არა-შტორმული პირობების შემთხვევაში.

Perseverance-მ არა მხოლოდ აღმოაჩინა ასობით მტვრის ქარიშხალი მარსზე, არამედ პირველი ვიდეოც გადაიღო. ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს უკეთესად შეისწავლონ მარსის ქარიშხლები, რადგან საფრთხე არ შეექმნათ მარსზე გასაგზავნ მომავალ მისიებს.

ruU8vk7NRcU

წყარო:

https://phys.org/..._1z9hz93og

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.