NASA-მ დააანონსა, რომ მალე კოსმონავტებს ახალი თაობის სკაფანდრები ექნებათ. ამ თემასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია ჩატარდება ოთხშაბათს, 1 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში (ჰიუსტონი), სადაც გამოცხადდება, თუ რომელი კომპანია შექმნის ამ სკაფანდრებს. ეს კოსტუმები განკუთვნილი იქნება მთვარეზე Artemis-ის მისისათვის და კოსმონავტებისათვის ბევრად უფრო მოსახერხებელს გახდის მთვარის ზედაპირზე გადაადგილებას.
ეს კოსტუმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთვარის ზედაპირის კვლევისა და ათვისების საკითხში. ახალი სკაფანდრები ასევე შესაძლებლობას მისცემს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კოსმონავტებს, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი კოსმოსში გასეირნებისას და ახალ შესაძლებლობებს მიანიჭებს მათ.
NASA-ში იმედოვნებენ, რომ სულ მცირე ორი სკაფანდრი 2024 წლის ნოემბრისათვის იქნება მზად, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ სკაფანდრის დიზაინისა და მასალიდან გამომდინარე, ეს რთულ მისიას წარმოადგენს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, რომ თვალი ადევნოთ NASA-ს ბრიფინგს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოიცემა როგორც NASA-ს საიტზე, ასევე მობილურ აპლიკაციაშიც.
წყარო:
https://newspaceglobal.com/nasa-to-pick-next-generation-spacesuits-for-moonwalking-spacewalking/