სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წლის 22 აპრილს CERN-ის დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა (LHC) მუშაობა განაახლა. დაკვირვებების მესამე სეზონი 2026 წლამდეა დაგეგმილი.
ბოლო წლებში გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა იმედები, რომ LHC-მ შესაძლოა, ჰიგს ბოზონიდის აღმოჩენიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კიდევ ერთი უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთოს.
LHC-ს პირველ ორ დაკვირვებათა სეზონის ყველა აღმოჩენა, მათ შორის ჰიგსის ბოზონი, აღიწერება სტანდარტულ მოდელის ფარგლებში. 1970-იანებიდან მოყოლებული, ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი თეორია ნაწილაკების ფიზიკისთვის. მაგრამ ცნობილია, რომ ნაწილაკების სტანდარტული მოდელი არასრულია, მას არ შეუძლია ახსნას ფიზიკის ზოგიერთი პრობლემა, მაგალითად, ფარული მატერიის და ბნელი ენერგიის ბუნება. გარდა ამისა, LHC-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაწილაკების დეტექტორზე (CMS) მიმდინარე LHCb-ის ექსპერიმენტის მონაცემებში აღმოჩნდა ნაწილაკების ისეთი ყოფაქცევა, რომელსაც სტანდარტული მოდელი ვერ ხსნის.
LHCb კოლაბორაცია სწავლობდა b-კვარკებს, რომელიც უნდა იშლებოდეს ერთნაირი ალბათობით ელექტრონებად და მიუონებად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი მიუონებად 15%-ით ნაკლები ალბათობით იშლებიან, რაც, შესაძლოა ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ურთიერთქმედების მიერ იყოს გამოწვეული. ახალი ჰიპოთეტური ძალის გადამტანი ნაწილაკების ორი მთავარი კანდიდატია ლეპტოკვარკები ან Z’-ბი. მეცნიერებმა შეაგროვეს ამ იდეის დამადასტურებელი დიდი რაოდენობის მონაცემი სანამ 2018 წელს LHC გაითიშებოდა განახლების მიზნით. მაგრამ ნაწილაკების ფიზიკის ოქროს სტანდარტი საკმაოდ მკაცრია, რაც ნიშნავს, რომ მეტი მონაცემია საჭირო, სანამ აღმოჩენის გამოცხადება მოხდება.
ფიზიკოსები ეხლა განახლებული კოლაიდერის იმედი აქვთ. სამი წლის განმავლობაში მისი ინსტრუმენტები უფრო მგრძნობიარე გახდა, რაც მეცნიერებს აძლევთ საშუალებას უკეთესი გარჩევადობით დააკვირდნენ ამაჩქარებლის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ასევე გაიზარდა ამაჩქარებლის ნათობა, რაც ზრდის დაჯახებების რაოდენობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა არის ახალი აღმოჩენის ყველაზე დიდი შანსი. მეცნიერებს აქვთ იმედი, რომ მოახდენენ ასწლეულის ყველაზე დიდ რევოლუციას, აღმოაჩენენ რა მეხუთე ურთიერთქმედებას. მკვლევარებს ასევე სჯერათ, რომ დაადასტურებენ ფარული მატერიისა და ბნელი ენერგიის არსებობას.
წყარო:
https://www.bbc.c...t-60993523
https://www.thegu...rce-nature