შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გარღვევა ლაზერულ ტექნოლოგიებში რომელიც გრავიტაციული ტალღების ანალიზში დაგვეხმარება
გარღვევა ლაზერულ ტექნოლოგიებში რომელიც გრავიტაციული ტალღების ანალიზში დაგვეხმარება

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის გრავიტაციული ასტრონომიის ცენტრი (OzGrav-UWA) კოორდინაციას უწევს გრავიტაციული ტალღების, მეტაზედაპირებისა და ფოტონიკის საკითხებში მომუშავე ექსპერტების საერთაშორისო კოლაბორაციას, რათა მოხდეს სინათლის სტრუქტურის გაზომვის ახალი მეთოდის დანერგვა.

„გრავიტაციული ტალღების დეტექტორები, როგორიცაა LIGO, Virgo და KAGRA, იყენებენ მძლავრ ოპტიკურ წყაროებს და რამდენიმე წყვილ სარკეს, ინტერფერომეტრის მკლავებში გამავალი ლაზერული სხივების გასაძლიერებლად. თუმცა, სარკეების თითოეულ წყვილს აქვს მცირე გამრუდებები, რომელიც ამახინჯებს ლაზერის სხივის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზები, შეზღუდოს მგრძნობელობა და გამოიწვიოს დეტექტორის გამორთვა. ჩვენ გვსურდა გაგვეუმჯობესებინა ლაზერის სხივის ფოკუსირება, მოგვეძებნა რა ის მცირე „შეშფოთებები“ რომელიც დეტექტორის მგრძნობელობას ზღუდავდა.

მსგავსი პრობლემა დგას სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში, სადაც მეცნიერები იკვლევენ გზებს თუ როგორ მოხდეს ოპტიკურ ბოჭკოებში მეტი მონაცემების გადასატანად რამდენიმე სიხშირის ერთდროულად გამოყენება. ტელეკომუნიკაციის სპეციალისტებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც ისინი გაზომავენ სინათლის სხვადასხვა სიხშირეებს მარტივი აპარატის გამოყენებით. თუმცა ის საკმარისად მგრძნობიარე არ არის. ამიტომ გაგვიჩნდა იდეა გამოგვეყენებინა მეტაზედაპირები - ტალღის სიგრძის ზომის სტრუქტურებით დაფარული ულტრა თხელი ფირფიტები - და მივმართეთ კოლაბორატორებს, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ ამ იდეის განხორციელებაში.“ -  ამბობს ახალი კვლევის ერთერთი ავტორი Aaron Jones (OzGrav-UWA).

ლაზერის სხივების მედებად ზუსტი გაშლა გადამწყვეტია ოპტიკური კომუნიკაციების, გამოსახულების აგების და ინტერფერომეტრიული გაზომვებისთვის საქმეში. ჰოლოგრამაზე დაფუძნებული გამრჩევი მოწყობილობები, როგორიცაა სინათლის სივრცითი მოდულატორები, იძლევიან ინფორმაციის სწრაფად მიღების საშუალებას, მაგრამ მათ აქვთ შეზღუდული სიზუსტე მოდების გადაფარვების გამო. ჟურნალ Physical Review A ივნისში გამოსაქვეყნებლად მიღებულ სტატიაში გუნდი გვანცნობს, რომ მათ შეიმუშავეს ხელსაწყოს სქემა, რომელიც ტელეკომუნიკაციებში გამოყენებულ მოწყობილობაზე ათასჯერ უფრო მგრძნობიარე იქნებოდა.

მკვლევარები ახლა ცდილობენ ამ იდეის განხორციელებას გრავიტაციული ტალღის დეტექტორებისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გრავიტაციული ტალღების მიერ გადატანილი ინფორმაციის აღმოჩენისა და ანალიზის საქმეში, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ სამყაროს ახალი მეთოდებით. მაგალითად, ახალი ლაზერული რეჟიმის სენსორი შეიძლება გამოყენებული იქნება ნეიტრონული ვარსკვლავების შიდა ნაწილის გამოსაკვლევად და ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფუნდამენტური საზღვრების შესამოწმებლად.

წყარო:

https://phys.org/...YigKrX4B_0

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.