შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

როგორ რჩება დედამიწა გულთბილი
როგორ რჩება დედამიწა გულთბილი

როგორც ვიცით მზიდან მუდმივად მოედინება დამუხტული ნაწილაკები, ე. წ. მზის ქარი. ამ ნაკადისგან ჩვენ გვიცავს დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც პლანეტის ბირთვში არსებული დიდი ოდენობის თხევადი რკინის შენადნობების ბრუნვის შედეგად წარმოიქმნება. დედამიწის სტანდარტული მოდელის თანახმად, დედამიწის არსებობის 4,3 მილიარდი წლის განმავლობაში ბირთვი დაახლოებით 3000o C-ით უნდა გაციებულიყო. თუმცა Earth and Planetary Science Letters ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიაში ტულუზის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ დედამიწის ბირთვი მხოლოდ 300o С-ით გაცივდა. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზია მთვარის ზემოქმედება, რომლის წყალობით ინარჩუნებს დედამიწა სითბოს და შესაბამისად მაგნიტურ ველს. მთვარის გრავიტაციული ველი იწვევს "მიქცევა-მომქცევის ეფექტებს" დედამიწის მანტიაში, რის შედეგად დედამიწის ბირთვში არსებული თხევადი რკინა-ნარევი მასა მოძრაობს ბირთვის გარე პერიმეტრზე და ქმნის მაგნიტურ ველს. შეფასებების თანახმად მთვარის და მზის გრავიტაციული ენერგიის ხარჯზე დედამიწა იღებს 3,700 მილიარდ ვატ ენერგიას, რომლიდანაც დაახლოებით 1,000 მილიარდი ვატი იხარჯება ბირთვში სითხის მოძრაობის სტიმულირებისთვის.

წყარო:
https://www.scien...075118.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.