Science-ის 15 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ მეცნიერებმა შექმნეს ახალი ძალიან შავი მასალა, რომელსაც შეუძლია წყლის ეფექურად აორთქლება დუღილის გარეშე, მხოლოდ მზის სხვების ზემოქმედებით. მასალა შედგება ძალიან მცირე რადიუსის მილაკებისაგან, რომლებშიც ჩალაგებულია ოქროს ნანო-ნაწილაკები. მასალა არის შავი, რადგან მილაკები ეფექტურად შთანთქავენ ხილული სინათლის 99 %-ს და ნაწილობრივ სხივებს ინფრაწითელი სპექტრიდანაც.
(მარცხნივ ახალი მასალა, მარჯვნივ სხვა მეტალი)
ფოროვანი სტრუქტურის გამო ახალ მასალას ძალუძს წყლის ზედაპირზე ტივტივი და ამიტომ მზის სხივების ადვილად შთანთქმა. როდესაც გარკვეული სიგრძის სინათლის ტალღა ხვდება ნანო-ხვრელში იქ მყოფი ოქროს ნანო ნაწილაკების ზედაპირზე ხდება ელექტრონების ოსცილაცია, რასაც პლაზმონს (plasmon) უწოდებენ. რხევის გამო პლაზმონები ინტენსიურად გამოყოფენ სითბოს, რაც აორთქლებს მათ ახლოს მყოფ წყალს. კვლევების თანახმად ახალ მასალას შეუძლია აორთქლებას მოახმაროს სინათლის ენერგიის 90 %-მდე.
(პლაზმონი)
ნანო ნაწილაკებს ადრეც იყენებდნენ წყლის ასაორთქლებლად, თუმცა ახალი მასალის ეფექტურობა ბევრად მაღალია და გარდა ამისა მისი წარმოება შედარებით იაფი ჯდება. მასალის გამოყენება შეიძლება მარილიანი წყლიდან მტკნარი წლის მისაღებად, სტერილიზაციისთვის, ორთქლის ძრავებისთვის და სხვა.
წყარო:
https://www.sciencenews.org/article/turning-water-steam-no-boiling-required