შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ეგზომარსის მისია
ეგზომარსის მისია

15 აპრილი ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA)-ს დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ESA-ს ბოლო მისია - ExoMars მორიგ ეტაპზე გადავიდა. 14 მარტს, რუსული რაკეტა-მატარებლის პროტონ–М-ს გამოყენებით ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებული ბაიკანურის კოსმოდრომიდან მარსისკენ გაშვებული იქნა ESA-ს ორი კოსმოსური აპარატი - მარსის ატმოსფერული გაზების ანალიზატორი (TGO) და მარსზე დასაშვები მოდული სკიპარელი (Schiaparelli). დედამიწისა და მარსის განლაგება ამჟამად ისეთია, რომ მარსამდე მისასვლელად ამ აპარატებს დასჭირდებათ 7 თვე.

TGO-ს ძირითადი მისიაა მარსზე სიცოცხლის კვალის ძიება ატმოსფეროში მეთანის გაზის განაწილების შესწავლის მეშვეობით. მეთანი, რომელიც დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის ერთ-ერთი თანმდევია, მზის სხივების ზემოქმედებით საკმაოდ სწრაფად იშლება. თუმცა მარსის ატმოსფეროში ხდება ამ გაზის მუდმივი განახლება. TGO-ს მიზანია მეთანის წყაროების პოვნა მარსის ზედაპირზე. რაც შეეხება სკიპარელლის, მისი ძირითადი დანიშნულებაა ტექნოლოგიების დახვეწა, უნდა გამოიცადოს დასაშვები პარაშუტები, ძრავები და სითბური დამცავები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება 2018 წელს დაგეგმილი ESA-ს ახალი მარსმავალის მისიაში. 

წყარო-https://www.scien...red-planet

http://exploratio...-overview/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.