შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ეგზოპლანეტების აღმოჩენის ტექნიკა დაიხვეწა
ეგზოპლანეტების აღმოჩენის ტექნიკა დაიხვეწა

პლანეტები მოძრაობენ გარკვეულ ორბიტებზე თავიანთი ვარსკვლავის გრავიტაციული ველის გავლენით. თუმცა პლანეტის გრავიტაციაც მოქმედებს ვარსკვლავზე და მცირედათ უცვლის მას მდებარეობას სივრცეში. შორეული დამკვირვებლისთვის ამ პერიოდული ცვლილების შემჩნევა შესაძლებელია ვარსკვლავის სპექტრის ანალიზით. ვარსკვლავის ნორმალური სპექტრიდან გადახრების მიხედვით მეცნიერები იღებენ ინფორმაციას ამ ცვლილებების გამომწვევი ობიექტების შესახებ.

რადიალური სიჩქარის მეთოდით აღმოჩენილია მრავალი ეგზოპლანეტა. თუმცა მცირე მასის მქონე ვარსკვლავების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი - პლანეტის გრავიტაციის გავლენა შეიძლება აგვერიოს სხვა მოვლენაში. მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ იგივე მეთოდი, თუმცა შეესწავლათ განსხვავებული, უფრო გრძელი ტალღის სიგრძის მქონე სინათლე. მათი თქმით, სინათლის ახლო-ინფრაწითელ ნაწილზე დაკვირვება საშუალებას მოგვცემს განვასხვავოთ პლანეტები სხვა სხეულებისგან, რომელთა ზემოქმედებაც ვარსკვლავზე ერთნაირად ჩანს ხილულ სინათლეში.

რადიალური სიჩქარის მეთოდით ახლო-ინფრაწითელ სინათლეზე დაკვირვება ადრეც მომხდარა, თუმცა წარუმატებლად გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო. მისურის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა მოახერხა გაეუმჯობესებინა ახლო-ინფრაწითელ სინათლეზე დაკვირვების ტექნოლოგია. ჰავაის კუნძულებზე განთავსებული NASA-ს გაუმჯობესებული ინფრაწითელი ტელესკოპის მეშვეობით  მათ უკვე შეისწავლეს 32 მცირე მასის ვარსკვლავი. მათ მოახერხეს გაერჩიათ რამოდენიმე ცნობილი და ახალი ეგზოპლანეტის კანდიდატი ორმაგი ვარსკვლავური სისტემისაგან.

წყარო:

    https://www.scien...134001.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.