Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ ორ სტატიაში ასტროფიზიკოსების ჯგუფი ამტკიცებს, რომ წარსულში მოხდა დედამიწის რადიოაქტიური იზოტოპებით დაბინძურება, რომლებიც გამოიტყორცნა რამდენიმე ახლოს მდებარე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აიღო 120-ზე მეტი ნიმუში ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ფსკერიდან და შიდა ფენებში აღმოაჩინეს რადიოაქტიური იზოტოპის Fe60 მაღალი კონცენტრაცია. განსხვავებით სტაბილური Fe56-სგან, Fe60 ნახევრადდაშლის პერიოდი 2.6 მილიონი წელია, რაც მიუთითების ამ იზოტოპების არადედამიწურ წარმოშობაზე. მეცნიერების აზრით ეს ნაწილაკები დედამიწაზე მოხვდნენ მილიონობით წლების წინ ორი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად. სტატიებში მითითებულია, რომ ეს კატასტროფები მოხდა 60-130 პარსეკი (196-424 სინათლის წელი) მანძილზე, ერთი ვარსკვლავი მზეზე 9.2-ჯერ მძიმე იყო და აფეთქდა 2.3 მილიონი წლის წინ, ხოლო მეორე, მზეზე 8.8-ჯერ მძიმე, აფეთქდა 1.5 მილიონი წლის წინ.
ასტროფიზიკოსების კვლევების თანახმად 1.7-3.2 მილიონი წლის წინ დედამიწამ რამდენჯერმე განიცადა ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებით გამოწვეული რადიოაქტიური ნივთიერებით დაბომბვა. ეს ზეახალი ვარსკვლავები საკმაოდ ახლოს იყვნენ იმისთვის, რომ კარგად გამოჩენილიყვნენ დედამიწის ზედაპირიდან. აფეთქებების სავარაუდო დრო ემთხვევა დედამიწაზე კლიმატური ცვლილებების პერიოდს.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2016/04/160406133622.htm