მეცნიერები დააკვირდნენ ახალი ტიპის ვარსკვლავს, რომელიც აქამდე მხოლოდ თეორიულად არსებობდა: ეს არის ხანდაზმული ვარსკვლავი (თეთრი ჯუჯა), რომელმაც იმდენი ხანი იარსება, რომ მისი ატმოსფეროს გარეთა შრე ამჟამად თითქმის მთლიანად სუფთა ჟანგბადისგან შედგება.
შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავები (ჩვენ მზეზე 10-ჯერ ნაკლები მასით) არსებობის ბოლო სტადიაში იცილებენ გარე შრეებს და გადაიქცევიან ძალიან მკვრივ თეთრ ჯუჯებად. ძლიერი გრავიტაცის გამო მძიმე ელემენტები ბირთვში იყრის თავს, ხოლო მსუბუქი ელემენტები, როგორიცაა წყალბადი და ჰელიუმი, ‘ამოტივტივდება’ ვარსკვლავის ზედაპირზე. თუმცა ეს ზოგადი წესი არ ვრცელდება ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავის - SDSS J124043.01+671034.68 შემთხვევაში. მისი გარე ატმოსფერო 99,99% ჟანგბადისგან შედგება (სხვა ელემენტების, ნეონი, მაგნიუმი, სილიციუმი, მცირე მინარევებით), ხოლო ჰელიუმის კვალიც არ ჩანს.
ამის მიზეზი მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით. შესაძლებელია, რომ ეს თეთრი ჯუჯის მიერ სხვა ვარსკვლავის ატმოსფეროს ''გაძარცვამ'' გამოიწვია. მეორე ვერსიით თვით თეთრი ჯუჯის ბირთვიდან ნახშირბადის გამოწვით გამოწვეულმა პულსმა ააორთქლა ზედაპირზე მყოფი მჩატე ელემენტები. ნებისმიერ შემთხვევაში SDSS J124043.01+671034.68 ერთადერთია იმ ცნობილ 32 000 თეთრ ჯუჯას შორის, რომელთაც ჯანგბადის ატმოსფერო აქვთ.
პრობლემის ახსნის მოსაძებნად საჭიროა უკეთ გავერკვეთ ვარსკვლავთა ორმაგი სისტემების თავისებურებებში, რადგან ბოლო 50 წელიწადში ძირითადი კვლევები ეძღვნებოდა ეული ვარსკვლავების ევოლუციის შესწავლას.
წყარო: