კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin თავის ტეხასის რანჩოზე 2000 წელს დააფუძნა Amazon.com-ის დამაარსებლმა, მილიარდელმა ჯეფრი ბეზოსმა. კომპანიის კოსმოდრომის საერთო ფართობი დაახლოებით 700 კმ2-ია, სადაც განთავსებულია ასაფრენ-დასაფრენი ზონები, სამონტაჟოები, სავარჯიშო ცენტრები და ა.შ. Blue Origin-ის კოსმოსურ ხომალდს დაარქვეს New Shepard, ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ასტონავტის საპატივცემულოდ.
2015 წლის სექტემბრიდან კომპანიამ ახალი მძლავრი მრავალჯერადი რაკეტა-მატარებლის შექმნა დაიწყო, რომლის გაშვებაც უკვე კანავერალის კონცხზე განთავსებული კოსმოდრომიდან მოხდება. იგი განკუთვნილი იქნება ჯერ თანამგზავრების და მერე უკვე ადამიანების გასაყვანად კოსმოსში. 2016 წლის 2 აპრილს Blue Origin-მა ამ ახალი რაკეტის უკვე მესამე წარმატებული გაშვება განახორციელა. აპარატმა დაახლოებით 100 კმ სიმაღლეს მიაღწია და უკან დაეშვა. 1 კმ სიმაღლეზე რაკეტამ დაიწყო შენელება და დედამიწის ზედაპირზე საკმაოდ ''რბილად'', 6 კმ/სთ სიჩქარით დაჯდა.
ვიდეო: https://www.youtu...U3J-jKb75g
წყარო : http://mashable.c...SbmH.z.kqE