
ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში 24 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში ჯონ ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის მკვლევარები გვამცნობენ არიელის (ურანის ერთ-ერთი მთვარე) ზედაპირ-ქვეშა თხევადი ოკეანეს შესაძლო აღმოჩენის შესახებ, რაც მას აქცევს სიცოცხლისთვის გამოსადეგ კიდევ ერთ ციურ სხეულად მზის სისტემაში.

ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 244-ე შეხვედრაზე, რომელიც 9 - 13 ივნისის მიმდინარეობდა მედისონში (ვისკონსინის შტატი), ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა წარმოადგინა ბოლო 12 მილიარდი წლის განმავლობაში გალაქტიკების ცენტრებში არსებული შავი ხვრელების ზრდის მოდელირების შედეგები, რომელიც მათ მიიღეს რენტგენული დაკვირვებების მონაცემების გაერთიანებით გალაქტიკების შერწყმის კომპიუტერულ სიმულაციებთან.

25 ივნისს, თბილისის დროით დაახლოებით დილის 9 საათზე, ჩინური ზონდი „ჩანგე - 6“ დაეშვა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას (შიდა მონღოლეთის ტერიტორია), წარმატებით დაასრულა რა პირველად ისტორიაში მთვარის ბნელი მხარიდან ნიადაგის ნიმუშების ჩამოტანის ტექნიკურად რთული 53-დღიანი მისია.

12 ივნისს ჟურნალმა Nature Communications გამოაქვეყნა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომ 440 GeV ენერგიის CERN-ის პროტონების სინქროტრონზე მათ მოახერხეს ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილი-პლაზმის მიღება, რომლის მაგვარი აქამდე მხოლოდ შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების მაგნიტო-სფეროებში დაიკვირვებოდა.

14 ივნისს NASA-მ გამოაცხადა, რომ დედამიწიდან ყველაზე შორეული კოსმოსური ხომალდი Voyager 1, 2023 წლის ნოემბერში წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების შემდეგ, პირველად ახორციელებს ნორმალურ სამეცნიერო ოპერაციებს.

2024 წლის 27 თებერვალს ჟურნალ Phys. Rev. D-ში გამოქვეყნდა ჯეფერსონის ლაბორატორიის, კუთხური მომენტის და ადრონული სტრუქტურის კოლაბორაციის სტატია, სადაც მოცემულია პროტონის სპინზე დამოკიდებული განაწილების ფუნქციების ანალიზი კვანტური ქრომოდინამიკის მესერული გამოთვლების გამოყენებით. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანად განსხვავდება ადრინდელ მონაცემებთან შედარებით როგორც გლუონურ ისე კვარკულ სექტორში, თუმცა საბოლოოდ ვერ დადგინდა გლუონების წვლილის ნიშანი.

25 მაისს ახალი ზელანდიიდან NASA-მ გაუშვა PREFIRE-ს მისიის პირველი თანამგზავრი, რომლის მიზანია დედამიწის პოლუსებიდან გამომავალი სითბოს პირველად გაზომვით კლიმატის ცვლილების მოდელების გაუმჯობესება.

2024 წლის 14 მაისს ჟურნალი Nature Astronomy იტყობინება, რომ ასტრონომების საერთაშორის ჯგუფმა დედამიწიდან 1200 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინა ეგზოპლანეტა, რომლის ზომა იუპიტერზე 1.5 ჯერ დიდია, ხოლო მასა 7 ჯერ მცირე. პლანეტის სიმკვრივე დაახლოებით ბამბის ნაყინის სიმკვრივის ტოლია და მეორეა სიმცირით აქამდე აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის.

2024 წლის 15 მაისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჰარვარდის უნივერსიტეტის და ამაზონის ღრუბლოვანი ვებ-სერვისის მეცნიერები გვაუწყებენ, რომ ბოსტონში არსებული სატელეკომუნიკაციო ოპტიკური კაბელების გამოყენებით მათ მოახერხეს კვანტური კომუნიკაცია და ინფორმაციის შენახვა ერთ წამზე მეტი ხნის განმავლობაში დეფექტების მქონე ალმასებისგან გაკეთებულ უნიკალური კვანტური მეხსიერების ქსელში 35 კმ მანძილით დაშორებულ ორ კვანტურ მეხსიერების კვანძს შორის. ეს მიღწევა მნიშვნელოვანია მომავალის კვანტური ინტერნეტის შექმნის საქმეში, რომელსაც შეეძლება ჰაკერებისგან დაცული ინფორმაციის გაგზავნა სხვადასხვა კვანტურ მდგომარეობებში მყოფი ფოტონების მეშვეობით.

2024 წლის 9 მაისის ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და იაპონიის მასალების მეცნიერების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს კვანტური ანომალური ჰოლის ეფექტი მარტივ 2-განზომილებიან ნივთიერებაში და ნულოვანი მაგნიტური ველის შემთხვევაში გამოავლინეს 5-ზოლიანი ‘სუპერ-მაგისტრალი’ მასალის ზედაპირზე, სადაც ელექტრონებს შეუძლიათ წინაღობის გარეშე მოძრაობა.