NASA-ს PREFIRE მისია შედგება ფეხსაცმლის ყუთის ზომის ორი კუბის ფორმის თანამგზავრისგან (CubeSats), რომელებმაც უნდა გაზომონ სითბოს რაოდენობას, რომელსაც დედამიწის პოლუსები ასხივებენ კოსმოსში. მისიას მართავს და სპექტრომეტრებით უზრუნველყოფს NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, თანამგზავრები შეიქმნა Blue Canyon Technologies მიერ, ხოლო მონაცემებს დაამუშავებს ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტი. გაშვების სერვისების პროვაიდერია, Rocket Lab USA Inc. (კალიფორნია). ორივე PREFIRE-ს თანამგზავრის გაშვება მოხდება Rocket Lab-ის კოსმოდრომიდან ახალ ზელანდიაში.
25 მაისს განხორციელდა PREFIRE მისის პირველი კუბსატის წარმატებული სტარტი. მეორე სატელიტის გაშვება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. 30-დღიანი ტესტირების პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც ინჟინრები და მეცნიერები დარწმუნდებიან, რომ ორივე კუბსატი ნორმალურად მუშაობს, მისია სავარაუდოდ 10 თვის განმავლობაში იმუშავებს.
PREFIRE-ის კუბსატები აიღებენ ინფრაწითელ ანათვლებს სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსების თავზე, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ზუსტად რა რაოდენობის სითბო გამოსხივდება პოლუსებიდან კოსმოსში. მიღებული მონაცემები მკვლევარებს დაეხმარება უკეთ იწინასწარმეტყველონ თუ როგორ შეიცვლება დედამიწის ყინულის საფარი, ოკეანის დონე და ამინდი. აქამდე სითბოს დანაკარგების მონაცემები, რომლებსაც მეცნიერები იყენებდნენ კლიმატის ცვლილების მოდელებში, იყო მხოლოდ თეორიული, ამგვარი სატელიტის გაშვება კი საგრძნობ პროგრესს მოასწავებს. მსგავსი პატარა სატელიტები გვაძლევენ საშუალებას დაბალი დანახარჯებით პასუხი გავცეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კითხვებს.
წყარო: