შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 321
ბოლო წევრი: Tako Tatiashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფიზიკოსებმა შექმნეს სინათლის და მატერიის ჰიბრიდული ნაწილაკები
ფიზიკოსებმა შექმნეს სინათლის და მატერიის ჰიბრიდული ნაწილაკები

ჟურნალ Physical Review Letters-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია, სადაც აღწერილია გამოთვლებისთვის სინათლის მართვის ახალი მეთოდი ექსიტონ-პოლარიტონების სახელით ცნობილი კვაზინაწილაკების გამოყენებით. მკვლევრებმა შეძლეს ულტრასწრაფი (რეაგირების დრო - რამდენიმე პიკო-წამი) ოპტიკური გადართვის განხორციელება რეკორდულად დაბალი ენერგომოხმარებით (დაახლოებით 4 ფემტო-ჯოული).

როგორ იზრდებიან ფიზიკური ზედაპირები
როგორ იზრდებიან ფიზიკური ზედაპირები

ჟურნალ Science-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა გერმანელი მეცნიერების სტატია, სადაც ისინი პირველად ექსპერიმენტულად ადასტურებენ, რომ სხვადასხვა სისტემის ზრდა - კრისტალებიდან ცოცხალ ორგანიზმებამდე - შესაძლოა ერთსა და იმავე უნივერსალურ წესებს ემორჩილებოდეს. მათ ეს დაამტკიცეს ორ განზომილებაში სპეციალური კვანტური ნაწილაკების, პოლარიტონების, გამოყენებით.

ბელის კორელაციები ატომებისთვის
ბელის კორელაციები ატომებისთვის

ჟურნალ Nature Communications-ში 2026 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ავსტრალიელმა მეცნიერებმა პირველად აჩვენეს მოძრავი ატომების იმპულსების კვანტური გადახლართულობა. მათ ულტრაცივი ჰელიუმის ატომების ღრუბლების ინტერფერენცია გრავიტაციულ ველში შეისწავლეს და აჩვენეს მათი იმპულსების ბელის ტიპის კორელაციური ქცევა.

ბრინჯის მარცვლის ზომის სენსორი — რევოლუცია რობოტექნიკაში
ბრინჯის მარცვლის ზომის სენსორი — რევოლუცია რობოტექნიკაში

ჟურნალ Optica-ს მაისის ნომერში გამოქვეყნდა ჩინელი მეცნიერების სტატია, სადაც აღწერილია ბრინჯის მარცვლის ზომის სენსორი, რომელსაც ძალისა და გრეხის ექვსივე კომპონენტის გაზომვა შეუძლია. ეს მინიატურული მოწყობილობა ოპტიკური ტექნოლოგიების მეშვეობით ზუსტად აღიქვამს ზეწოლას, ტემპერატურასა და ზედაპირის ტექსტურას. მისი გამოყენება განსაკუთრებით პერსპექტიულია მიკროჩიპების წარმოებასა და მედიცინაში.

CERN-ის BASE ექსპერიმენტმა წარმატებით შეძლო ანტიმატერიის ტრანსპორტირება
CERN-ის BASE ექსპერიმენტმა წარმატებით შეძლო ანტიმატერიის ტრანსპორტირება

24 მარტს CERN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა BASE ექსპერიმენტის პრესრელიზი, სადაც იუწყებიან, რომ წარმატებით მოხერხდა ანტიპროტონების ტრანსპორტირება სატვირთო მანქანით — ჯერ-ჯერობით მხოლოდ CERN-ის ტერიტორიის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ანტიმატერიის სხვა ევროპულ ლაბორატორიებში გადატანისკენ.

ფიზიკოსებმა პროტონების შეჯახებებში აღმოაჩინეს კვარკ-გლუონური პლაზმის ნიშნები
ფიზიკოსებმა პროტონების შეჯახებებში აღმოაჩინეს კვარკ-გლუონური პლაზმის ნიშნები

2026 წლის 20 მარტს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ALICE კოლაბორაცია იუწყება, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე განხორციელებულ პროტონების ერთმანეთთან და ტყვიის ბირთვებთან შეჯახებებში მათ აღმოაჩინეს ახალი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ მცირე სისტემებშიც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში წარმოიშვას კოლექტიურად მოძრავი კვარკებისა და გლუონების გარემო (კვარკ-გლუონური პლაზმა).

რამდენ ხანს არსებობენ ცივილიზაციები?
რამდენ ხანს არსებობენ ცივილიზაციები?

ჟურნალმა MNRAS Letters-მა, ირანში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, დასაბეჭდად მიიღო ირანელი მეცნიერების სტატია, რომელშიც შესწავლილია ჩვენს გალაქტიკაში ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციების წარმოშობისა და ხანგრძლივობის შეზღუდვები, ფერმის პარადოქსის გათვალისწინებით. ავტორების აზრით, სიცოცხლისა და ინტელექტის წარმოშობის ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დედამიწის მსგავსი პლანეტებზე უცხოპლანეტურ ცივილიზაციებთან კონტაქტის არარსებობა მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 5000 წლამდე ზღუდავს.

LHCb კოლაბორაციამ ახალი, პროტონის მსგავსი, ნაწილაკი აღმოაჩინა
LHCb კოლაბორაციამ ახალი, პროტონის მსგავსი, ნაწილაკი აღმოაჩინა

2026 წლის 17 მარტს CERN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ LHCb კოლაბორაციამ აღმოაჩინა ახალი, პროტონის მსგავსი ნაწილაკი, რომელიც შედგება ორი c კვარკისა და ერთი d კვარკისგან, ანუ პროტონის ორი u კვარკისგან განსხვავებით ორ მძიმე c კვარკს შეიცავს. ახლად აღმოჩენილი ნაწილაკის მასა ოთხჯერ მეტია პროტონის მასაზე.

კოსმოლოგები მიუახლოვდნენ ჰაბლის დაძაბულობის ამოხსნას
კოსმოლოგები მიუახლოვდნენ ჰაბლის დაძაბულობის ამოხსნას

ჟურნალმა Physical Review Letters-მა ახლახან დასაბეჭდად მიიღო ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსების სტატია, სადაც შემოთავაზებულია ჰაბლის მუდმივის — პარამეტრის, რომელიც აჩვენებს, რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო — უფრო ზუსტად განსაზღვრის ახალი მეთოდი. პირდაპირი დაკვირვებების ნაცვლად ავტორებმა გამოიყენეს გრავიტაციული ტალღების ფონის დაუფიქსირებლობა, რომელიც წესით უნდა წარმოიქმნას მილიონობით შავი ხვრელის შერწყმის შედეგად. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ჰაბლის პარამეტრის ძალიან დაბალი მნიშვნელობები, რაც მეცნიერებს ე. წ. ჰაბლის დაძაბულობის გადაჭრას აახლოებს.

გავლენას ახდენს თუ არა სამყაროს გაფართოებაზე კვანტური ინფორმაცია?
გავლენას ახდენს თუ არა სამყაროს გაფართოებაზე კვანტური ინფორმაცია?

2026 წლის 25 იანვარს ლოს-ალამოსის სამეცნიერო ნაშრომების არქივში ჩაიდო სტატია, რომელიც გვთავაზობს ერთ-ერთი კოსმოლოგიური პრობლემის, ე. წ. ჰაბლის დაძაბულობის, ახალ ახსნას. ეს ახსნა უკავშირდება კვანტური ინფორმაციის შესაძლო დეფიციტს ხილული სამყაროს საზღვარზე.