როგორც ვიცით პროტონი არის შედგენილი ნაწილაკი და გააჩნია სპინი. ბირთვული ფიზიკოსები დიდი ხანია მუშაობენ იმის დასადგენად თუ როგორ იღებს პროტონი სპინის დაკვირვებულ მნიშვნელობას. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ამ სპინის ძირითადი წყარო იყო პროტონის შემადგენელი კვარკები, თუმცა მათი წვლილი აღმოჩნდა გაზომილი სპინის მხოლოდ 30%. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დანარჩენი ნაწილი მოდის ძლიერი ურთიერთქმედების გადამტან ნაწილაკებზე - უმასო გლუონებზე.
1987 წლის გაზომვებმა, რომლებიც გაკეთდა რელატივისტური მძიმე იონების კოლაიდერზე (ბრუკჰევენის ნაციონალური ლაბორატორია, ნიუ-იორკი), აჩვენა, რომ გლუონების სპინი თითქოს დადებით წვლილს იძლევა პროტონის დაკვირვებული სპინის მნიშვნელობაში. თუმცა შემდეგ, როდესაც გააუმჯობესეს ანალიზი, მიიღეს ორი სხვადასხვანაირი შედეგი. ამ ანალიზის თანახმად, გლუონების ჯამური სპინი შეიძლება პროტონის სპინის ანტი-პარალელურიც ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, პროტონის სპინი ძირითადად წარმოიქმნება კვარკებისა და გლუონების მოძრაობიდან, ან თავად კვარკების სპინიდან.
27 თებერვალს ჟურნალ Phys. Rev. D-ში გამოქვეყნდა ჯეფერსონის ლაბორატორიის, კუთხური მომენტის და ადრონული სტრუქტურის კოლაბორაციის სტატია, სადაც მოცემულია სპინის განაწილების ფუნქციების ანალიზი კვანტური ქრომოდინამიკის მესერული გამოთვლებით სუპერკომპიუტერების გამოყენებით. გამოთვლების მონაცემები შეიცავდა ისეთივე ურთიერთკავშირებს განაწილების ფუნქციებს შორის როგორიც ექსპერიმენტული დიფერენციალური კვეთებში გვაქვს, ამიტომ დაკვირვების მონაცემები ადვილად შეიძლება იყოს ჩართული გლობალურ ანალიზებში. მეცნიერებმა მოახდინეს ორივე ჯგუფის მონაცემების გაერთიანება, ექსპერიმენტულ შედეგებს მათ დაამატეს კვანტური ქრომოდინამიკის მესერული სიმულაციების მონაცემები.
სტატიის თანახმა, გლუონების უარყოფითი წვლილი პროტონის სპინის მნიშვნელობაში არ გაქრა, მაგრამ მკვეთრად შემცირდა. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანად განსხვავდება ადრინდელ მონაცემებთან შედარებით როგორც გლუონურ ისე კვარკულ სექტორში, თუმცა შეუძლებელია საბოლოოდ დადგინდეს გლუონების კირალური განაწილების წევრის ნიშანი.
წყარო: