შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Voyager 1-ის ოთხივე ინსტრუმენტი კვლავ ამუშავდა
Voyager 1-ის ოთხივე ინსტრუმენტი კვლავ ამუშავდა

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ გამოაცხადა, რომ 2023 ნოემბერში შექმნილი კომპიუტერის პრობლემის შემდეგ Voyager 1-ის ოთხივე ინსტრუმენტი მწყობრში დაბრუნდა. გუნდმა პრობლემა ნაწილობრივ აპრილში გადაჭრა, როდესაც მათ მოახერხეს ინფორმაციის მიღება Voyager 1-ს ტექნიკური მდგომარეობის და სტატუსის შესახებ. 19 მაისს შეასრულდა სარემონტო ოპერაციების მეორე ეტაპი და ბრძანება გადაეცა კოსმოსურ ხომალდს, რომ მას დაეწყო სამეცნიერო მონაცემების გამოგზავნაც. ოთხი სამეცნიერო ინსტრუმენტიდან ორი მაშინვე დაუბრუნდა ნორმალურ რეჟიმებს. 14 ივნისს კი NASA-მ გამოაცხადა, რომ დედამიწიდან ყველაზე შორეული კოსმოსური ხომალდი Voyager 1, კვლავ მთლიანად საშტატო რეჟიმში ფუნქციონირებს, ოთხივე ინსტრუმენტი განაგრძობს კოსმოსური პლაზმის ტალღების, მაგნიტურ ველებისა და ნაწილაკების შესწავლას.

Voyager 1 და Voyager 2 ერთადერთი კოსმოსური ხომალდებია, რომელებმაც ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწიეს. ისინი მოძრაობენ ჰელიოსფეროს გარეთ მზის მიერ შექმნილი მაგნიტური ველებისა და მზის ქარის დამცავ სფერულ რეგიონში.

Voyager 1 დედამიწიდან 24 მილიარდი კილომეტრით, Voyager 2 კი 20 მილიარდი კილომეტრით არიან დაშორებული. ზონდების ოპერირების პერიოდი ამ წლის ბოლოს 47 წელიწადს მიაღწევს, ისინი NASA-ს ყველაზე დიდხანს მომუშავე და ყველაზე შორეული კოსმოსური ხომალდებია. 1977 წელს გაშვების შემდეგ ორივე კოსმოსურმა ხომალდმა ჩაუფრინა იუპიტერსა და სატურნს, ხოლო Voyager 2-მა ასევე ჩაუარა ურანსა და ნეპტუნს. აღსანიშნავია, რომ ჰელიოსფეროდან გასვლამდე, კოსმოსურმა ხომალდებმა იუპიტერის გარშემო არსებული თხელი რგოლი და რამდენიმე სატურნის მთვარე აღმოაჩინეს.

 
წყარო:
https://phys.org/...earth.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.