შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილი-პლაზმა ლაბორატორიაში მიიღეს
ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილი-პლაზმა ლაბორატორიაში მიიღეს

მოსალოდნელია, რომ შავი ხვრელების და ნეიტრონული ვარსკვლავების ჭავლები რომლებიც აკრეციით საზრდოობენ და პულსარების ქარები ძირითადად შედგებიან ელექტრონ-პოზიტრონების წყვილებისგან, რომელსაც ელექტრონულ-პოზიტრონულ წყვილ-პლაზმას უწოდებენ. ასეთი წყვილი-პლაზმის ქცევა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტიპიური ელექტრონულ-იონური პლაზმისგან, დამუხტული კომპონენტების მატერია-ანტიმატერიის სიმეტრიის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილი-პლაზმა ფართოდაა გავრცელებული ექსტრემალური ასტროფიზიკური ობიექტების მაგნიტო-სფეროებში, მათი ლაბორატორიულ პირობებში წარმოქმნა რთული აღმოჩნდა. ძირითადი პრობლემაა პოზიტრონების დიდი რაოდენობით დაბადება და კვაზი-ნეიტრალური ნაკადების შექმნა.

12 ივნისს ჟურნალმა Nature Communications გამოაქვეყნა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომ CERN-ის პროტონების სუპერ სინქროტრონზე (SPS) მათ მოახერხეს კვაზი-ნეიტრალური ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილი-პლაზმის მიღება. ექსპერიმენტის დროს 440 GeV ენერგიის პროტონები დაჯახებისას წარმოქმნიდნენ კვარკების და გლუონების ჭავლებს, რომლებიც საბოლოოდ იშლებოდა ელექტრონებად და პოზიტრონებად.

ეს მიღწევა საშუალებას მისცემს მეცნიერებს უშუალოდ გამოიკვლიონ წყვილი-პლაზმის მიკროფიზიკა, რომელის სიმულაცია ან გაზომვა რთულია ასტრონომიული დაკვირვებებით.

წყარო:

https://phys.org/...rated.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.