ურანი მზის სისტემაში დაშორებით მეშვიდე, რადიუსით მესამე და მასით მეოთხეა პლანეტაა, რომელსაც 28 აღმოჩენილი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. NASA-ს კოსმოსური თანამგზავრის Voyager 2 (ერთადერთი ხომალდი რომელმაც ურანს ჩაუფრინა დაახლოებით 40 წლის წინ) მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ურანის 5 უდიდეს თანამგზავრზე, მირანდა, არიელი, უმბრიელი, ტიტანი და ობერონი, შესაძლოა ზედაპირ-ქვეშა ოკეანეები არსებობდნენ. ამაზე კოსმოსში ნახშირორჟანგის მოლეკულების გამოტყორცნა მიუთითებდეს, რომელიც სხვა ოკეანეების შემცველი მთვარეების, ევროპა (იუპიტერი) და ენცელადა (სატურნი), შემთხვევაში ფიქსირდება. ეს აქტივობა მეცნიერებმა Voyager 2 მონაცემების ხელახალ გამოკვლევებში ჰქონდათ აღმოჩენილი.
24 ივლისს ჟურნალმა The Astrophysical Journal Letters გამოაქვეყნა ჯონ ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის მკვლევართა სტატია, სადაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ინფრაწითელი სპექტრომეტრის მონაცემების გამოყენებით გაანალიზებულია არიელის, ურანის ერთ-ერთი მთვარის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობა. შედეგები ადასტურებს ზედაპირ-ქვეშა თხევადი ოკეანეს არსებობის ჰიპოთეზას, რაც არიელს აქცევს სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგის კიდევ ერთ ციურ სხეულად მზის სისტემაში.
არიელი, რომელიც 1851 წელს აღმოაჩინეს, არის ურანის სიდიდით მეოთხე ბუნებრივი თანამგზავრი. მისი რადიუსი დაახლოებით 580 კილომეტრია (ანუ ჩვენი მთვარის რადიუსის მესამედზე ნაკლები) და იგი მეთოთხმეტეა ზომით მზის სისტემაში აღმოჩენილ მთვარეებს შორის. არიელის ზედაპირი დაფარულია გაყინული ნახშირორჟანგით, თუმცა ყინული არათანაბრად ნაწილდება. ურანისგან დაფარულ ნახევარსფეროზე ყინულის სისქე 10 მმ-მდეა, ხოლო ურანისკენ მიმართულ მხარეს მხოლოდ 0.3 მმ. JWST-ს სპექტრული ანალიზის შედარებამ ლაბორატორიულ მონაცემებთან აჩვენა, რომ არიელს მზის სისტემაში ნახშირორჟანგის დანალექით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ციური სხეულია.
სეზონურ ცვლილებებს წესით უნდა გამოეწვია ნახშირორჟანგის აორთქლება კოსმოსში, მაგრამ მისი რეზერვები არიელზე სტაბილური რჩება. ეს შეიძლება მიუთითებდეს ზედაპირის ქვეშ ოკეანეს არსებობაზე, ან ქიმიურ რეაქციებზე, რომლებიც გამოწვეულია ურანის მაგნიტოსფეროს დამუხტული ნაწილაკებით. მაგრამ, ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მთავარ როლს სწორედ ოკეანე უნდა ასრულებდეს. არიელი მრავალფეროვანი გეოლოგიური სტრუქტურით გამოირჩევა, რაც ტექტონიკური პროცესების და ყინულოვანი ვულკანების შედეგია, რაც იწვევს ნახშირბადის მონოქსიდის რეზერვების მუდმივ მიწოდებას თანამგზავრის წიაღიდან. ამ მოსაზრებას ამყარებს არიელზე აღმოჩენილი კარბონატული მინერალების კვალიც, რომელთა წარმოსაქმელად წყალია საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები ძალიან პერსპექტიულია, ისინი ბევრ კითხვას ბადებენ არიელის ოკეანის ბუნებისა და ზომის შესახებ. საჭიროა შემდგომი მისიები აღმოჩენის დასადასტურებლად, რომელიც არა მხოლოდ აფართოებს ჩვენს ცოდნას ურანის მთვარეების შესახებ, არამედ გვიბიძგებს დედამიწის მიღმა სიცოცხლისთვის ვარგისი გარემოს უფრო ფართო ძიებისკენ.
წყარო:
https://phys.org/news/2024-07-carbon-oxides-uranus-moon-ariel.html#google_vignette