შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

WASP-193b, გიგანტი პლანეტა ბამბის ნაყინის ტოლი სიმკვრივით
WASP-193b, გიგანტი პლანეტა ბამბის ნაყინის ტოლი სიმკვრივით

2024 წლის 14 მაისს ჟურნალი Nature Astronomy იტყობინება, რომ ასტრონომების საერთაშორის კოლაბორაციამ Wide Angle Search for Planets (WASP) დედამიწიდან დაახლოებით 1200 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინა ძალიან მცირე, 0,059 გ/სმ3 სიმკვრივის მქონე ეგზოპლანეტა WASP-193b. შედარებისთვის, დედამიწის სიმკვრივეა 5,51 გ/სმ3, იუპიტერის სიმკვრივე, რომელთანაც WASP-193b ახლოსაა ზომით, არის 1,33 გ/სმ3, ხოლო ე. წ. ბამბის ნაყინის სიმკვრივე არის 0,05 გ/სმ3.

კვლევაში მონაწილეობდა WASP კოლაბორაციის ორი ობსერვატორია, ერთი დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მეორე კი სამხრეთში. ვარსკვლავის დისკოზე პლანეტის ტრანზიტის შესწავლით, HARPS და CORALIE სპექტროგაფეების გამოყენებით, მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ WASP-193b-ის რადიუსი დაახლოებით 1,46-ჯერ აღემატება იუპიტერის რადიუსს. მაგრამ მისი მასა წარმოუდგენლად მცირეა: იუპიტერის მასის მხოლოდ 0,139.

მეცნიერებს უჭირთ ვარაუდი, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს ასეთი მცირე სიმკვრივის ეგზოპლანეტა. ის მზის მსგავსი ვარსკვლავის WASP-193-ის გარშემო ბრუნავს, რომელის მასაც დაახლოებით 1,1-ჯერ აღემატება მზისას, ხოლო რადიუსი 1,2-ჯერ. ერთადერთი, რაც ამ შორეულ სისტემას გამოარჩევს, არის ის, რომ WASP-193b თავისი ვარსკვლავის გარშემო სრულ ბრუნს 6,25 დღე-ღამეს ანდომებს, მზის სისტემაში კი ასეთი პლანეტები არ არსებობს.

WASP-193b-ს უკიდურესად დაბალი სიმკვრივე ვერ აიხსნება გაზური გიგანტებისთვის არსებული მოდელებით. მეორე მსგავსი სიმკვრივის ეგზოპლანეტის, Kepler-51d-ის შესწავლამ, რომელიც WASP-193b-ზე გაცილებით პატარაა, გარკვეული მინიშნებები მოგვცა იმის შესახებ, თუ რატომ არის აღმოჩენილი გაზური გიგანტი ასეთი მსუბუქი. როგორც ჩანს, ახლომდებარე ვარსკვლავი ისე ათბობს ეგზოპლანეტას, რომ მისი ატმოსფერო ძალიან იბერება. ამავდროულად, პლანეტა არ შეიძლება დარჩეს ამ მდგომარეობაში განუსაზღვრელი ვადით - მაქსიმუმ რამდენიმე მილიონი წელი. თუმცა, WASP-193 ვარსკვლავის ასაკი 6 მილიარდი წელია, ის არც ისე ახალგაზრდაა და ისეთი ცხელი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ახლომდებარე პლანეტის ატმოსფერო მსგავსად გაებერა. არსებული მათემატიკური მოდელები ვერ ხსნიან თუ როგორ შეიძლება შექმნას სტაბილური სისტემა ისეთმა ობიექტმა როგორიც WASP-193-ა.

მეცნიერები აპირებენ ამოხსნან WASP-193b-ს საიდუმლოებები შემდგომი დაკვირვებებით კოსმოსური ობსერვატორია James Webb გამოყენებით.

წყარო:

https://www.scien...141403.htm

https://www.bbc.c...d/69026469

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.