შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ანტიპროტონის მაგნიტურმა მომენტში ანომალიები არ გამოვლინდა
ანტიპროტონის მაგნიტურმა მომენტში ანომალიები არ გამოვლინდა

ჟურნალ Nature Communications-ის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა CERN-ში მომქმედი BASE (Baryon Antibaryon Symmetry Experiment) ექსპერიმენტზე მიღებული ანტიპროტონის მაგნიტური მომენტის გაზომვების მონაცემები. შედეგები მილიონის 0.8 წილის სიზუსტით ემთხვევა ანალოგიურ გაზომვებს პროტონისთვის. შედეგები 6-ჯერ უფრო ზუსტია ვიდრე ATRAP კოლაბორაციის 2013 წელს ჩატარებული გაზომვები და ადასტურებს ე.წ. CPT-თეორემის მართებულობას.

თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი გადაუწყვეტავი საკითხია სამყაროს ბარიონული ასიმეტრიის პრობლემა, რადგან სტანდარტული მოდელის თანახმად ნაწილაკების და ანტინაწილაკების რაოდენობა სამყაროს განვითარების ყველა ეტაპზე ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, თუმცა ხილულ სამყაროში ანტიმატერია თითქმის არ დაიკვირვება. ამ ფაქტის ასახსნელად არსებობს რამოდენიმე მოდელი, რომელთაგანაც ერთ-ერთი უშვებს CPT სიმეტრიის (მუხტის და სივრცითი და დროითი კოორდინატების ერთდროული არეკვლა) დარღვევას. CPT-თეორემის მართებულობა კი არის თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი საფუძველი. სწორედ მატერიის და ანტიმატერიის თვისებების შედარებით (პროტონის და ანტიპროტონის მაგალითზე) არის დაკავებული BASE. ამ ექსპერიმენტმა ადრე უკვე დიდი სიზუსტით დაადასტურა პროტონის და ანტიპროტონის მასის და მუხტის ტოლობა, ბოლო კვლევაში კი მათ იგივე გააკეთეს ამ ნაწილაკების მაგნიტურ მომენტთან მიმართებაში.

CERN-ში ანტიმატერიის კვლევას რამოდენიმე კოლაბორაცია აწარმოებს. მაგალითად ანტიპროტონის და ელექტრონების მასების ფარდობა გაზომა მეორე კოლაბორაციამ ASACUSA, ანტიწყალბადის ოპტიკური სპექტრი ახლახან შეისწავლა კოლაბორაციამ ALPHA, ხოლო ანტიპროტონის მაგნიტური მომენტის გაზომვებით დაკავებულია ორი ჯგუფი— BASE და ATRAP. BASE კოლაბორაცია მომავალში აპირებს მაგნიტური მომენტის გაზომვების სიზუსტის 200–800-ჯერ გაზრდას, ამისთვის კეთდება პრინციპულად ახალი ტიპის მაგნიტური ჩამჭერები ნაწილაკებისთვის.

წყარო:

http://home.cern/about/updates/2017/01/base-precisely-measures-antiprotons-magnetic-moment

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.