დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 14:40, ჩიურუმოვ-გერასიმენკოს კომეტასთან გეგმიური შეჯახებით ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) დაასრულა Rosetta-ს მისია. სურათზე ნაჩვენებია Rosetta-ს მიერ გადაღებული ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელზეც მკაფიოდ ჩანს კომეტის ზედაპირი. საბოლო სურათი აპარატის მიერ გამოგზავნილი იქნა ზედაპირიდან 5 მ სიმაღლეზე შეჯახებამდე 5 წამით ადრე.
Rosetta-ს ეპოპეას დიდი ხანია ვადევნებთ თვალს:
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=131
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=128
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=127
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=126
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=120
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=119
http://sc.tsu.ge/news.php?readmore=105
ESA-ს ამ პროექტს რამოდენიმე მნიშვნელოვანი შედეგია.
1. მეცნიერებმა შეისწავლეს კომეტის სტრუქტურა და შეადგინეს მისი რუქა.
2. დადგინდა კომეტის ასაკი, იგი აღმოჩნდა მზის სიტემის თანატოლი.
3. იპოვეს მზესთან მიახლოებასთან ერთად ზედაპირიდან მატერიის აორთქლების სიჩქარე.
4. აღმოჩნდა, რომ დიდი ალბათობით წყალი დედამიწაზე კომეტებს არ შემოუტანიათ.
Rosetta კოსმოსში გაუშვეს 2004 წელს. კომეტასთან (67P/ჩიურუმოვ-გერასიმენკო) მიახლოებას მას 10 წელზე მეტი დასჭირდა. Rosetta-დან გაშვებული იქნა ზონდი Philae, რომელიც პირველად ისტორიაში 2014 წლის 12 ნეომბერს კომეტაზე დაეშვა. მცირე გრავიტაციის გამო დაშვების შემდეგ მოდული რამდენჯერმე ახტა კომეტის ზედაპირიდან. საბოლოოდ Philae დაეშვა კომეტის რაიონ აბიდოსში დიდი კლდის ჩრდილში, რომელიც ჩრდილავდა მის მზის ბატარეების. როცა აპარატს ენერგია ამოეწურა მასთან კავშირი გაწყდა, თუმცა Rosetta-მ გააგრძელა მუშაობა კომეტის ორბიტაზე.
Rosetta-ს კომეტასთან დაჯახების გადაწყვეტილება მიღებული იქნა რადგან კომეტა საკმაოდ დასცილდა მზეს და აპარიტის მზოს ბატარეები ვეღარ ახერხებნენ ენერგიის ეფექტურ გამომუშავებას.