შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციის ახალმა მოდელმა შესაძლოა ახსნას ფარული მატერია
გრავიტაციის ახალმა მოდელმა შესაძლოა ახსნას ფარული მატერია

2010 წელს გამოჩნდა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორის Erik Verlinde-ს გრავიტაციის თერმოდინამიკული მოდელი. მის მიდგომაში გრავიტაცია არ წარმოადგენს სამყაროს ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას, არამედ ჩნდება დრო-სივრცის სტრუქტურაში არსებული ინფორმაციის ბიტების ცვლილებისგან, ანალოგიურად იმისა თუ როგორ ქმნის ტემპერატურას ნაწილაკების მოძრაობა. ლოს ალამოსის არქივში 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში ნაჩვენებია, რომ ამ მიდგომით შესაძლებელია აიხსნას გალაქტიკებში ვარსკვლავების მოძრაობა ფარული მატერიის შემოყვანის გარეშე.

ცნობილია, რომ გალაქტიკების გარე რეგიონები უფრო სწრაფად ბრუნავენ ცენტრის გარშემო ვიდრე ამას გალაქტიკებში არსებული ჩვეულებრივი მატერიის მასის შეფასებით ნიუტონის თეორია იძლევა. საჭირო გახდა დამატებითი გრავიტაციული ძალის წყაროს - ფარული მატერიის შემოყვანა, რომელიც სამყაროში მატერიის 80 %-ს უნდა წარმოადგენდეს. მრავალი მცდელობის მიუხედავად ფარული მატერიის ნაწილაკები ჯერ-ჯერობით არ არის ნაპოვნი. Verlinde-ს მიდგომა ერთი შეხედვით წააგავს Mordehai Milgrom-ის 1983 წელს შემოთავაზებულ გრავიტაციის მოდიფიცირებულ თეორიას - MOND (modified Newtonian Dynamics). თუმცა MOND შეიქმნა მხოლოდ ასტრონომიული დაკვირვებების ახსნის მიზნით, ხოლო Verlinde-ს მოდელი ეყრდნობა ფუნდამენტური პრინციპების შეცვლას. მოდელი ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია Gerard 't Hooft და Leonard Susskind-ის ჰოლოგრაფიული პრინციპის მოდიფიკაცია. ამ პრინციპის თანახმად სამყაროს სრული ინფორმაცია კოდირებულია სამყაროს ჰორიზონტზე არსებულ წარმოსახვით სფეროზე. Verlinde-ს მოდელში კი ინფორმაციის ნაწილი თვით სივრცეშია ჩაწერილი. ეს დამატებითი ინფორმაცია საჭიროა მოდელში სამყაროს მეორე ფარული კომპონენტის - ბნელი ენერგიის აღსაწერად, რომელიც შემოჰყავთ სამყაროს აჩქარებული გაფართოების ასახსნელად. Verlinde-ს აზრით ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ მატერიასთან ურთიერთქმედებს და წარმოქმნილი ძალა კარგად ხსნის გალაქტიკების დინამიკას, რაც კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელში ფარული მატერიას მიეწერება.

წყარო:

https://arxiv.org/pdf/1611.02269.pdf

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.